ბუდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუდელი (იტალ. Budelli) — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, მადალენას კუნძულებში, სარდინიის ჩრდილოეთით, ბონიფაჩოს სრუტის სიახლოვეს. წარმოადგენს მადალენას არქიპელაგის ეროვნული პარკის ნაწილს.

ბუდელი რაცოლისა და სანტა-მარიას კუნძულებისგან რამდენიმე ასეული მეტრით სამხრეთით მდებარეობს. მისი ფართობი 1,6 კმ²-ია, სანაპირო ხაზის სიგრძე კი 12,3 კმ. უმაღლესი მწვერვალი, მონტე-ბუდელი ზღვის დონიდან 87 მეტრზე მდებარეობს.

ბუდელი ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულად მიიჩნევა. იგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი Spiaggia Rosa-ით (ვარდისფერი პლაჟი) მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ფერს მიკროსკოპული მარჯნებისგან და მცენარეებისგან იღებს. კუნძული დაუსახლებელია.

კოორდინატები: 41°17′01″ ჩ. გ. 9°21′03″ ა. გ. / 41.28361° ჩ. გ. 9.35083° ა. გ. / 41.28361; 9.35083

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]