ბუბრი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
მდინარე ბუბრი |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 272 კმ |
| აუზის ფართობი | 5.876 კმ² |
| ჩაედინება | ოდრა |
| ქვეყნები | |
ბუბრი (პოლ. Bóbr, ჩეხ. Bobr) — მდინარე ჩრდილოეთ ჩეხეთსა და სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში. მდინარე ოდრას მარცხენა შენაკადი. მისი საერთო სიგრძე 272 კმ-ია, აქედან 270 კმ პოლონეთის ტერიტორიაზე მიედინება, 2 კმ კი ჩეხეთის ტერიტორიაზე. პოლონეთის მდინარეებს შორის სიგრძით მეათე ადგილი უკავია. წყალშემკრები აუზის ფართობი კი 5.876 კმ²-ია, აქედან 46 კმ² ჩეხეთის ტერიტორიაზე მოედინება, 5.830 კმ² კი პოლონეთის ტერიტორიაზე.
მდინარეზე მდებარეობს ქალაქები: ლუბავკა; კამიენა-გურა; იელენია-გურა; ვლენი; ლვოვეკ-შლონსკი; ბოლესლავიეცი; შპროტავა; მალომიცე; ჟაგანი; ნოვოგრუდ-ბოჟანსკი; კროსნო-ოდჟანსკიე.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||

