ბუბა (მწვერვალი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბუბა — მწვერვალი რაჭის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მამისონის უღელტეხილის ჩრდილო-დასავლეთით. სიმაღლე 4419 მ. აგებულია პალეოზოური კრისტალური ქანებით. უმთავრესად გრანიტოიდებით. აქვს კლდოვანი და მყინვარული რელიეფი. ბუბის სამხრეთ კალთაზეა მყინვარები: ბუბა, თბილისა და სხვა, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე ბუბისწყლის (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) მრავალი შენაკადი. ბუბის ქვემო კალთები შემოსილია ალპური მდელოებით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ტერელაძე ა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 547, თბ., 1977 წელი.
|
|||||||||||||||||||

