ბრძოლა სიმაღლე 3234-სთვის

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბჭოთა ომი ავღანეთში
View from hill 3234.jpg
სიმაღლე 3234
თარიღი 7 იანვარი, 1988 - 8 იანვარი, 1988
მდებარეობა ავღანეთი
შედეგი სსრკმ გაიმარჯვა
მხარეები
საბჭოთა კავშირის დროშა 9th დივიზია, 345th სადესანტო ნაწილები (ვდვ) Flag of Jihad.svg ავღანელი მუჯაჰედები /
პაკისტანის დროშა პაკისტანელები
მეთაურები
საბჭოთა კავშირის დროშა ლეიტენანტი სერგეი ბორისოვ ტკაჩევი. Flag of Jihad.svg ჯალალუდინ ჰაქანი
ძალები
~39 სამხედრო ~500მდე მუჯაჰედი
დანაკარგები
6 მკვდარი
28 დაჭრილი მათგან 6 მძიმედ
დაახლოებით 200-მდე დაღუპული

ბრძოლა სიმაღლე 3234-ისთვის იყო თავდაცვითი ბრძოლა სადაც თავს საბჭოთა 39 მედესანტე ებრძოდა 8-9ჯერ მეტ ავღანელ-პაკისტანელ მუჯაჰედს რომელიც იანვარის დასაწყისში მოხდა 1988 წელს.

სექციების სია

[რედაქტირება] ბრძოლა

1988 წლის 7 იანვარს სადესანტო აეულს სადაც მხოლოდ 39 მებრძოლი იყო თავს დაესხა 500მდე ავღანელი მუჯაჰედი რომლებსაც უნდოდათ სიმაღლის დაკავაბა რადგან ეს სიმაღლე იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რადგან ამ სიმაღლის ქვემოდან გადადიოდა ჯავშანტექნიკა რომელიც განკუთვნილი იყო ოპერაცია მაგისტრალისთვის ხოლო მწვერვალზე მყოფ სამხედროებს კი მათი დაცვა ევალებოდათ.

15:30 წუთზე გახსნეს ავღანელებმა პირველი ცეცხლი,თავს დაესხნენ უფროს ლეიტენანტის ვიქტორ იურევიჩის რაზმს,მოწინააღმდეგე იყენებდა ყველანირ იარაღს მათ შორის ნაღმტყორცნებს, რპგ - ებს და სხვა ამ სროლების შედეგად დაიღუპა ანდრეი ფედოტოვი რეაქტიული ჭურვით. სროლები კი იყო საბჭოთა პოზიციებიდან 200მ-დან.

საღამოს 16:30 წუთზე ცეცხლი გახსნენს ორი მიმართულებით, მასირებულ სროლების ქვეშ მოყვენენ ავღანელები და დაიღუპა 20მდე ავღანელი,30 დაიჭრა ხოლო საბჭოთა ბლოკ პოსტიდან 60 მეტრში აღარცერთი მუჯაჰედი ჩანდა

17:35 - წუთზე საბჭოთა მებრძოლებმა ცეცხლი გახსნენს მესამე მიმართულებით რომელიც იყო ძალიან გაბედული რადგან მათ შეუტიეს მთელი ძალებით,ტყვიამფრქვევებით და ხელყუმბარებით რის შმედეგადაც მათ უკუაგდეს მოწინააღმდეგის ძალები

23:30 - წუთზე დაიწყო მეხუთე შეტევა რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმა სიმაღლეზე რომელიც იყო მკვდარ სივრცეში სადაც მჭიდროდ იყვნენ განლაგებულნი მუჯაჰედები,დასავლეთ მხარეს ავღანელებმა მოახერხეს 50მეტრამდე მიახლოება რომ ხელყუმბარები ესროლათ .

3:00 - ყველაზე თავზე-ხელაღებული შეტევა,საბჭოთა სამხედროებს და მუჯაჰედებს შორის იყო მხოლოდ და მხოლოდ 50 მეტრი ხოლო ზოგ ადგილას კი საერთოდ 15 მეტრი,საბჭოტა სამხედროებს ფაქტიურად გამოლეული ჰქონდათ ტყვია წამალი რის გამოც უკვე საჭირო იყო არტილერიის ბრძოლაში ჩართვა. სულ მალე მუჯაჰედებმა გააცნობიერეს რომ ისინი ვერ შეძლებდნენ მწერვალის აღებას რის გამოც უკან დახევა დაიწყეს დახოცილი და დაჭრილ მებრძოლებთან ერთად,უკან დახევა კი განაპირობა არტილერიის ცეცხლმა და ტყვია წამლის დროულად მიწოდებამ.

[რედაქტირება] შედეგი

საბჭოთა მხარებ 39 სამხედროდან მხოლოდ 6 მებრძოლი დაკარგა (!) მათ შორის იყვნენ ისეთებიც რომლებმაც სიკვდილის მერე მიიღეს საბჭოთა კავშირის გმირის ორდენი მაგალითად ასეთი იყო ვიაჩესლავს ალექსანდროევიჩ ალექსანდროვი და ანდრეი ალექსანდროევიჩ მელნიკოვი.ყველა მებრძოლმა კი ჯილდოდ მიიღეს წითელი დროშის ორდენიდა წითელ ვარსკვლავიანი ორდენი. ხოლო ავღანელმა მუჯაჰედებმა კი დაკარგეს 200მდე მებრძოლი რომლებიც უმეტესობა ჩაცმულნი იყვნენ შავ ფორმებში და ჰქონდათ მართკუთხა შავი-ყვითელი-წითელი ზოლები,ეს კი იმას მიუთითებდა რომ ისინი იყვნენ შავი ყარყატის მებრძოლები რომელიც პაკისტანურ არმია ეკუთვნოდა.

[რედაქტირება] გავრცელებულ კულტურაში

2005 წელს ამ ბრძოლების საფუძვლებზე გადაიღეს რუსულ , ფინური , უკრაინული ფილმი 9 ასეული ხოლო 2008 წლეს კი გამოვიდა დოკუმენტური თამაში სიმართლე 9 ასეულზე რომელსაც საფუძვლად 1988წლის ინციდენტი იყო.

[რედაქტირება] ნახეთ აგრეთვე

შტორმ-333

[რედაქტირება] ბმულები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე