ბრძოლა ინვესტიტურისთვის

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შუა საუკუნეების მეფე ეპისკოპოსს გადასცემს საერო ძალაუფლების სიმბოლოს

ბრძოლა ინვესტიტურისთვის — მნიშვნელოვანი კონფლიქტი ეკლესიასა და საერო ძალაუფლებას შორის შუა საუკუნეების ევროპაში. XI და XII საუკუნეებში რომის პაპები ებრძოდნენ მონარქებს ეპისკოპოსებისა და აბატების დანიშვნის უფლების მოსაპოვებლად. წინააღმდეგობა გაგრძელდა დაახლოებით 50 წელი. ამ დროის განმავლობაში ნელ-ნელა სუსტდებოდა ფრანკონიული დინასტიის იმპერატორების მიერ დაარსებული საღვთო რომის იმპერიის უზენაესი ძალაუფლება. ამ დაპირისპირების შედეგად საგრძნობლად გაძლიერდნენ დიდი მთავრები და აბატები. ამან გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა საღვთო რომის იმპერიის, როგორც სახელმწიფოს, ერთიანობას, რის შედეგადაც ის ვეღარ მოეგო გონს XIX ასწლეულში გერმანიის გაერთიანებამდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Александр Хлевов. Краткая история средних веков. — СПб: Амфора, 2008. — გვ. 190-191. — 368 с. — ISBN 978-5-367-00783-1
  • Ульф Дирльмайер и др. Краткая история Германии. — СПб: Евразия, 2008. — 545 с. — ISBN 978-5-8071-0316-1