ბრჩკო-ბანოვიჩის რკინიგზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალგაზრდათა შრომითი აქციის მონაწილეები

ბრჩკო-ბანოვიჩის რკინიგზა (სერბ.-ხორ. Željeznička pruga Brčko - Banovići / Жељезничка пруга Брчко - Бановићи) — რკინიგზა ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩრდილოეთ ნაწილში. პირველი სარკინიგზო ხაზი, რომელიც მთლიანად ახალგაზრდათა შრომითი აქციების მოხალისეთა მიერ აშენდა.

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშენებლობაზე მუშაობდა პირველი ახალგაზრული შრომითი ბრიგადა, მშენებლობა მიმდინარეობდა 1946 წლის 1 აპრილიდან. 62 268 ახალგაზრდა მოხალისე და ათასამდე ბრიგადირი მუშაობდა ამ პროექტზე, გაყვანილი იქნა 92 კმ სიგრძის რკინიგზის ხაზი, გაითხარა ორი გვირაბი, ჯამური სიგრძით 667 და აიგო 22 ხიდი, ჯამური სიგრძით 455 მ. მშენებლობა დასრულდა 1946 წლის 7 ნოემბერს რკინიგზა საზეიმოდ გაიხსნა და გაიარა პირველმა მატარებელმა.[1] რკინიგზის ხაზი სოციალისტური შრომის პროპაგანდისტულ სიმბოლოდ იქცა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]