ბრუნო პელეტიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრუნო პელეტიე

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Bruno Pelletier
დაბ. თარიღი 7 აგვისტო, 1962
დაბ. ადგილი Charlesbourg
წარმოშობა კვებეკი, კანადა
ჟანრ(ებ)ი ფრანგული პოპი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1992 დღემდე
საიტი www.brunopelletier.com
ბრუნო პელეტიე ვიკისაწყობში

ბრუნო პელეტიე (დ. 7 აგვისტო, 1962, კარლბურგი, კვებეკი, კანადა) — ფრანგულენოვანი მომღერალი კვებეკიდან, კანადა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პელეტიე დაიბადა კარლბურგში, ქალაქ კვებეკის ერთ-ერთ გარეუბანში. პატარაობოდანვე დაინტერესდა მუსიკით და უკრავდა რამდენიმე ინსტრუმენტზე.

1983 წელს პელეტიემ თავის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა ინგლისურენოვანი როკ ჯგუფები Amanite და Sneak Preview. მას სურდა საფრანგეთში ჩასვლა და იქ გაგრძელება კარიერისა. თუმცა მანამდე, ჩამოაყალიბა ჯგუფი Pëll. 23 წლის ასაკში ჩადის მონრეალში და მღერის კლუბებში. 1989 წელს იგი მონაწილეობას მიიღებს როკმუსიკალურ შეჯიბრში, სადაც დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით. 1991 წელს მონაწილეობა მიიღო მიუზიკლში Vu d'en haut, რომელიც წარდგენილი იქნა მონტგოლფირის ფესტივალზე სანტ-ჟენ-სურ-რიჩელიუში. მომავალ წელს შეუერთდა მუსიკალურ სპექტაკლს Les fous du rockn'roll, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმოცჯერ.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის ოქტომბერში ჩაწრეს თავის პირველ ალბომს და მონაწილეობას მიიღებს როკ ოპერაში La Légende de Jimmy ჯეიმზ დინის როლში. ოპერის ავტორები არიან ლუკ პლამონდონი და მიშელ ბერგერი. 1994 წელს პელეტიე მიიწვიეს სპექტაკლში, FrancoFolies de La Rochelle, მონაწილეობის მისაღებად. იმავე წლის სექტემბერში კი შეუერთება პარიზის მოგადორის თეატრს, რათა შეასრულოს თავისი პარტია მიუზიკლში Starmania. წლის ბოლომდე იგი ოთხასჯერ ითამაშებს თავის როლს მიუზიკლში. იმავდროულად 1995 წლისთვის ასრულებს თავისი მეორე ალბომის ჩაწერას. 1997 წელს კი მესამე ალბომს ჩაწერს, რომელიც 200 000-იანი ტირაჟით გაიყიდა. სწორედ ამ ალბომის გამო დაჯილდოვდა ფელიქსის პრიზით, როგორც წლის საუკეთესო მამაკაცი მომღერალი. იმ პერიოდში იღებენ კვებეკურ სერიალში Omertà II.

1998 წლის იანვრიდან აგვისტომდე გამართა 100-მდე კონცერტი კვებეკში. ამის შემდეგ იგი პარიზში ჩადის, რათა მონაწილეობა მიიღოს ლუკ პლამონდონისა და რიკარდო კოჩანტეს მიუზიკლში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. სადაც გრენგუარის პარტია აქვს შესასრულებელი. 1999 წელს პელეტიე წერს თავის მეოთხე ალბომს, რომელიც ერთსა და იმავე დროს ვრცელდება კვებეკსა და ევროპაში. ამავე პერიოდში მონაწილეობას იღებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ინგლისურენოვან ვერსიაში ლონდონში. 2001 წელს კი ჩაწერს თავის მეხუთე ალბომს. 2002 წელს კი თავის მეეწვსე ალბომზე მუშაობას დაასრულებს.

ამავე პერიოდში პელეტიე მუშაობს მონრეალის სახელოვან სიმფონიურ ორკესტრთან. მისთვის დიდი წარმატება იყო ხელმეორედ გაწევრიანება აღნიშნულ ორკესტრში 2002 წლის დეკემბერში, სადაც მონაწილეობას მიიღებს სააღდგომო მელოდიების ჩაწერაში- ალბომი Concert de Noël.

2006 წელს დადგმულ მიუზიკლში დრაკულა, რომელიც არის გათანამედროვებული ისტორია დრაკულაზე, პელეტიე შეასრულებს წამყვან როლს. დასის ალბომი ჩაიწერა 2005 წელს.

2007 წლის 11 სექტემბერს დაასრულა თავის ალბომზე მუშაობა, რომელიც შესრულებულია ჯაზის სტილში. 2009 წლის 3 თებერვალს ჩაწერა თავისი ბოლო ალბომი სახელწოდებით Microphonium.

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bruno Pelletier (1992)
  • Défaire l'amour (1995)
  • Miserere (1997)
  • D'autres rives (1999)
  • Sur scène (2001)
  • Un monde à l'envers (2002)
  • Concert de Noël (2003)
  • Dracula - Entre l'amour et la mort (2005)
  • Bruno Pelletier et le GrosZorchestre (2007)
  • Microphonium (2009)

ჯილდოები და წარმატებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფელიქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2000 Interprète masculin de l'année (vote populaire)
  • 2000 Album de l'année - Pop-Rock (D'autres rives)
  • 1999 Interprète masculin de l'année (vote populaire)
  • 1999 Spectacle de l'année interprète (Notre-Dame de Paris)
  • 1999 Album de l'année Meilleur Vendeur (Notre-Dame de Paris)
  • 1999 Artiste québécois s'étant le plus illustré hors Québec: Notre-Dame de Paris
  • 1999 Album de l'année - Populaire: Notre-Dame de Paris - L'Intégrale
  • 1999 Chanson populaire de l'année: Le temps des cathédrales - Interprète: Bruno Pelletier
  • 1998 Album de l'année Meilleur Vendeur (Miserere)
  • 1998 Album de l'année Pop Rock (Miserere)
  • 1998 Spectacle de l'année interprète (Miserere, la tournée)
  • 1998 Album de l'année Populaire (Notre-Dame de Paris)
  • 1997 Interprète masculin de l'année (vote populaire)
  • 1994 Spectacle de l'année interprète (Starmania)
  • 1993 Spectacle de l'année interprète (La légende de Jimmy)

Victoires de la Musique[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998 წლის საუკეთესო პოპ ალბომი (Notre-Dame de Paris)
  • 1994 წლის საუკეთესო მიუზიკლი (Starmania)

მსოფლიოს მუსიკის ჯილდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2000 მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ფრანგულენოვანი მომღერალი/ჯგუფი (NOTRE DAME DE PARIS)
  • 1999 მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ფრანგულენოვანი მომღერალი/ჯგუფი (NOTRE DAME DE PARIS)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]