ბრუნება

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრუნება — სახელის ფორმაცვალება ბრუნვათა მიხედვით. ხორციელდება ფუძეზე აფიქსის დართვით ან შინაგანი ფლექსიის მეშვეობით. ბევრ ენაში ბრუნება რამდენიმეა: ერთი და იგივე ბრუნვა გამოხატულია ორი ან მეტი ნიშნით. ქართულ საგრამატიკო ტერმინოლოგიაში ბრუნების ბადლად იხმარებოდა აგრეთვე „კანკლედობა“.

სექციების სია

[რედაქტირება] ბრუნება ქართულში

ბრუნება ქართულში ერთია, ანუ ყველა სახელი იბრუნვის ერთი ნიმუშის მიხედვით, ბრუნვის ნიშანი მუდამ ერთია (ხმოვანფუძიან სახელებში ბრუნვის ნიშნებში ფონეტიკური ხასიათისაა).

[რედაქტირება] თანხმოვანფუძიან სახელთა ბრუნება

ბრუნვა უკუმშველი სახელი კუმშვადი სახელი (ტიპი I) კუმშვადი სახელი (ტიპი II)
სახელობითი სახლ-ი წყალ-ი ნიორ-ი
მოთხრობითი სახლ-მა წყალ-მა ნიორ-მა
მიცემითი სახლ-ს (ა)[1] წყალ-ს (ა) ნიორ-ს (ა)
ნათესაობითი სახლ-ის (ა) წყლ-ის (ა) ნივრ-ის (ა)
მოქმედებითი სახლ-ით (ა) წყლ-ით (ა) ნივრ-ით (ა)
ვითარებითი სახლ-ად (ა) წყლ-ად (ა) ნივრ-ად (ა)
წოდებითი სახლ-ო წყალ-ო ნიორ-ო

[რედაქტირება] ხმოვანფუძიან სახელთა ბრუნება

ბრუნვა კვეცადი სახელი უკვეცელი კუმშვად-კვეცადი სახელი
სახელობითი ხე გოგონა ქვეყანა
მოთხრობითი ხე-მ გოგონა-მ ქვეყანა-მ
მიცემითი ხე-ს (ა) გოგონა-ს (ა) ქვეყანა-ს (ა)
ნათესაობითი ხ-ის (ა) გოგონა-ს (ი) ქვეყნ-ის (ა)
მოქმედებითი ხ-ით (ა) გოგონა-თ (ი) ქვეყნ-ით (ა)
ვითარებითი ხ-ედ (ა) გოგონა-დ (ა) ქვეყნ-ად (ა)
წოდებითი ხე-ვ/ო გოგონა-ვ/ო ქვეყანა-ვ/ო

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] სქოლიო

  1. სავრცობი; გამოიყენება ევფონიისთვის