ბროლის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბროლის კუნძული მაკეტი.

ბროლის კუნძული, ასევე ბროლის სასახლე (რუს. Хрустальный дворец) — შენობის პროექტი მოსკოვში, რომელსაც გეგმით 2,5 მილიონი კვ. მეტრი ფართი და 450 მ სიმაღლე ექნება. პროექტი შედგენილია ბრიტანელი არქიტექტორის ნორმან ფოსტერის მიერ. ამ ზომებით ეს შენობა დასრულებისას ერთ-ერთი უდიდესი და სავარაუდოდ ყველაზე ვრცელი (ფართით) კონსტრუქცია იქნება დედამიწაზე. ფორმით ის ამავე არქიტექტორის დაპროექტებულ ხან შატირის ჰგავს, რომელიც ამჟამად ასტანაში, ყაზახეთი, შენდება, თუმცა მას თითქმის ორჯერ აღემატება. შენობას ენერგია ჩაშენებული მზის ბატარეებითა და ქარის ტურბინებით მოეწოდება.