ბრისტოლის უნივერსიტეტი
| ლათ.: Universitas Bristolliensis
|
|
| დევიზი | Vim promovet insitam |
|---|---|
| დაფუძნდა | 1909 სამეფო ქარტია 1876 უნივერსიტეტის კოლეჯი |
| ტიპი | საჯარო |
| კანცლერი | ბარონესა ჰეილი, რიჩმონდის ბარონესა |
| მდებარეობა | ბრისტოლი, გაერთიანებული სამეფო |
| ვებგვერდი | http://www.bristol.ac.uk |
ბრისტოლის უნივერსიტეტი — უნივერსიტეტი ინგლისის ქალაქ ბრისტოლში. ბრისტოლის უნივერსიტეტი შედის ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სიაში.[1] გაზეთ „ტაიმსის“ 2010 წლის რეიტინგული შეფასების მიხედვით, ბრისტოლი შედის ბრიტანეთის მოწინავე 10 უნივერსიტეტის სიაში[2], ხოლო მსოფლის უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგის მიხედვით (აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი არის კერძო და ექვემდებარება საკუთარ კრიტერიუმებს) ბრისტოლი არის მსოფლიოს 61-ე უნივერსიტეტი; ამ სიაში ბრიტანეთის მხოლოდ 4 სხვა უნივერსიტეტი: ოქსფორდი, კემბრიჯი, ედინბურგი, უნივერსიტეტის კოლეჯი ლონდონი და მანჩესტერი შედის.[3] 2011 წელს, QS World University Rankings-ის მიერ 2011 შემოთავაზებულ რეიტინგში, ბრისტოლი მსოფლიოს საუნივერსიტეტო რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს.[4]
ბრისტოლი არის რასელის ჯგუფის[5], კოიმბრას ჯგუფის[6] და მსოფლიო უნივერსიტეტების ქსელის[7] წევრი, რომლის ამჟამინდელი თავმჯდომარე ბრისტოლის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი, პროფესორი ერიკ თომასია. უნივერსიტეტში ამჟამად დაახლოებით 23,000 სტუდენტი სწავლობს. თითო ადგილზე აპლიკანტთა რაოდენობის გათვალისწინებით, ბრისტოლის უნივერსიტეტი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტია.[8] 2005 წელს ჟურნალ „The Scientist“-ის მიერ ბრისტოლის უნივერსიტეტი დასახელდა ამერიკის გარეთ ნომერ მეხუთე და ბრიტანეთის ნომერ პირველ საუკეთესო დამსაქმებელ ადგილად მკვლევართათვის; ეს ნომინაცია 3,500 საერთაშორისო მკვლევარის აზრზე იყო დამყარებული.[9]
გამოჩენილი სტუდენტები [რედაქტირება]
- ალბერტ II, მონაკოს პრინცი
- ჯონათან ევანსი, MI5-ის გენერალური დირექტორი
- პოლ დირაკი - ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჰაროლდ პინტერი - ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.
- ჟან-მარი გუსტავ ლეკლეზიო - ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.
- მარკ რავენჰილი, გამოჩენილი ბრიტანელი დრამატურგი, ბრისტოლში სწავლობდა ინგლისურს და დრამას.
- სარა კეინი, გამოჩენილი ბრიტანელი დრამატურგი
- დეივიდ ნიკოლსი - მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ელიტარული უნივერსიტეტები ცდილობენ არაპრივილეგირებულთა მიღების გაზრდას
- ↑ კვირის ტაიმსის უნივერსიტეტების რეიტინგი
- ↑ მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგი
- ↑ QS World University Rankings-ის 2011 წლის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგი
- ↑ რასელის ჯგუფის ქსელური გვერდი
- ↑ კოიმბრას ჯგუფის ოფიციალური ქსელური გვერდი
- ↑ მსოფლიო უნივერსიტეტების ქსელის ოფიციალური გვერდი
- ↑ ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფილი, გაზეთი ტაიმსი
- ↑ ბრისტოლის უნივერსიტეტი 'საუკეთესო სამუშაო ადგილის' რეიტინგში მაღლა დგას