ბრიოში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრიოში

ბრიოში (ფრანგ. une brioche) — ტკბილი ფუნთუშა კარაქ დამატებული, ლუდის საფუარიანი, ცომსაკაზმიანი ცომისგან. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ მზადდებოდა დასავლეთ საფრანგეთში, XVI საუკუნეში ნორმანდიაში და XVII საუკუნეში ვანდეაში. ტრადიციულად 6 მომრგვალო ფორმის რბილი ცომსაკაზმიანი ცომისგან მზადდება, რომლებსაც გამოცხობამდე აერთებენ.

გამოგონების აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ საფუარით მომზადებული ცომსაკაზმიანი ცომი, ერთ დღე-ღამე ყოვნდებოდა სიმაღლეში, რადგანაც სიცივეში თავსდებოდა. მომდევნო დღე-ღემეებს კი ვიწრო ფორმაში მოთავსებული ცომი, ძალიან მალე იმატება სიმაღლეში, თავზე კი არა ერთი გუმბათის ფორმას, არამედ რამდენიმე პატარა ბურთულის ფორმას იკეთებდა, რომელთა რაოდენობაც ცომსაკაზმიანი ცომის ნასერებით დგინდებოდა. ბრიოშების ცომი რბილი და ჰაეროვანი იყო. ძალიან ტკბილ და ცომსაკაზმიან ბრიოშებს ჩაისთან ერთად მიირთმევდნენ.

პარიზული ბრიოში (brioche à tête, თავით) — ზემოდან მცირედ მორთული ცომის დიდი ბუშტი. ხშირად ცომში ჩამიჩსა და დაფხვნილ შოკოლადსაც ურევენ. მიირთმევენ ჩაისთან ერთად.

ბრიოშების მომზადების პროცესის ხანგრძლივობამ თანდათანობით მისი ტექნოლოგიის გამარტივება გამოიწვია (აქედან გემოს ცვლაც). დღესდღეობით ბრიოშად ხშირად იწოდება 3-4 პატარა ბურთულებიანი ნახევრად ცომსაკაზმიანი პური ან ფუნთუშა.

მსოფლიო პოპულარულობა ბრიოშებმა ფრანგი მხატვრის ედუარდ მანეს გულწრფელი სიყვარულის წყალობით მოიხვეჭეს. ნატიურმორტებსა და ჟანრულ სცენებში ის ხშირად უთმობდა ყურადღებას ამ ტკბილეულს. მუსიკალურ საღამოებზე, რომლებსაც მისი მეუღლე მართავდა, ბრიოშები ყოველთვის ამშვენებდნენ ჩაის მაგიდებს. ბურჟუას საუკეთსო ტრადიციებში ბრიოშებს ცოცხალი ვარდით რთავდნენ და მიართმევდნენ მარმელადით ან ხილის ნაყინის ბურთულით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]