ბრედის დეკლარაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრედის დეკლარაცია – ჩარლზ სტიუარტის (მომავალი ინგლისის მეფის ჩარლზ II) მიერ 1660 წელს ჰოლანდიის ქალაქ ბრედაში გამოქვეყნებული განცხადება, რომლის თანამხად ინგლისის XVII საუკუნის რევოლუციის მონაწილეებზე ვრცელდებოდა საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია. ცხადდებოდა რელიგიური თავისუფლება და რევოლუციის დროს შეძენილ ქონებაზე სრული საკუთრების უფლება. ბრედის დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ ახალი თავადაზნაურობისა და ბურჟუაზიის ბლოკი, რომელიც სტიუარტების რესტავრაციაში ხედავდა სახალხო მოძრაობათა წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას, დათანხმდა მონარქიის აღდგენას, რომელსაც კონსტიტუციური ხასიათი უნდა ჰქონოდა. ხელისუფლების სათვეში დაბრუნების შემდეგ სტიუარტები უხეშად არღვევდნენ ბრედის დეკლარაციას. სტიუარტების ფეოდალურ-აბსოლუტისტურმა პოლიტიკამ გამოიწვია 1688-1689 წლების სახელმწიფო გადატრიალება, ე. წ. უსისხლო ანუ სახელოვანი რევოლუცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]