ბრამინული გველბრუცა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრამინული გველბრუცა
ბრამინული გველბრუცა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
კლასი: რეპტილიები
ქვერიგი: გველები
ინფრარიგი: გველბრუცები (Scolecophidia)
ოჯახი: გველბრუცასებრნი
გვარი: Ramphotyphlops
ლათინური სახელი
Ramphotyphlops braminus

ბრამინული გველბრუცა (ლათ. Ramphotyphlops braminus) — ცხოველების სამეფოს, რეპტილიების კლასის, ქვერიგ გველების, გველბრუცასებრთა ოჯახის წარმომადგენელი.

სიგრძეში აღწევს 10-12 სანტიმეტრს. გავრცელებულია სამხრეთ აზიაში, მადაგასკარზე, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის სხვადასხვა კუნძულზე. ბრამინულ გველბრუცას ქოთნის გველსაც ეძახიან, რადგან კარგად ძლებს მცენარეთა ქოთნებში, სადაც მცენარის ფესვებში იმალება.

ამ გზით იგი გავრცელდა სამხრეთ მექსიკასა და ჰავაის კუნძულებზე. მდედრი დებს 2-7 მოგრძო კვერცხს სიგრძით 12 და სიგანით 4 მმ-მდე. ამ გველის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს პართენოგენეტიკური გამრავლება. გველის წიწილის გამოჩეკვისათვის საკმარისია ქოთანში აღმოჩნდეს გაუნაყოფიერებელი კვერცხი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Annandale, N. 1906. Notes on the fauna of a desert tract in southern India. Part. I. Batrachians and reptiles, with remarks on the reptiles of the desert region of the North-West Frontier. Mem. Asiatic Soc. Bengal, Calcutta 1: 183-202.
  • Boulenger GA. 1893. Catalogue of the snakes in the British Museum (Nat. Hist.) I. London (Taylor & Francis), 448 pp.
  • Kraus F, Cravalho D. 2001. The Risk to Hawai'i from Snakes. Pacific Science, Vol. 55, no. 4:409-417. PDF at University of Hawai'i press. Accessed 20 April 2008.