ბრაზილიური ხე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბრაზილიური ხე, პერნამბუკის ხე (Caesalpinia echinata), ხე ცეზალპინიასებრთა ოჯახისა. აქვს ქაცებით დაფარული ღერო და ტოტები, ორმაგფრთისებრი ფოთლები, წვრილი და სურნელოვანი ყვავილები. ველურად იზრდება ბრაზილიაში. მის მაგარ და წითელ მერქანს (ე. წ. წითელი ხე) იყენებენ ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად, სახარატო საქმეში, აგრეთვე საღებავის — ბრაზილინის (ბრაზილეინის მისაღბად).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 504, თბ., 1977 წელი.