ბრაზილიის მუნიციპალიტეტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრაზილიის მუნიციპალიტეტები, შტატების მიხედვით.

ბრაზილიის მუნიციპალიტეტები (პორტ. Município) – ბრაზილიის შტატების ადმინისტრაციული დაყოფის სისტემა. დღეისთვის ბრაზილიაში არის 5,564 მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტების საშუალო მოსახლეობაა 34,361. ბრაზილიის შტატებში მუნიციპალიტეტების რაოდენობის საშუალო მაჩვენებელია 214 (რორაიმის ყველაზე ნაკლებად დაყოფილ შტატში - 15 მუნიციპალიტეტია, ხოლო მინას-ჟერაისს ყველაზე მეტად დაყოფილ შტატში - 853). ფედერალურ ოლქი, სადაც ბრაზილია (დედაქალაქი) მდებარეობს არ შეიძლება იყოს დაყოფილი მუნიციპალიტეტებად (ბრაზილიის კონსტიტუციის მიხედვით ფედერალურ ოლქს აქვს საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ძალაუფლება).

1988 წლის კონსტიტუციაში მუნიციპალიტეტები განსაზღვრულია როგორც ფედერაციის ნაწილი და არა როგორც უბრალოდ შტატების მუნიციპალური დანაყოფები.

ყოველ მუნიციპალიტეტს ჰყავს ავტონომიური უფლებებით აღჭურვილი ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურები. მუნიციპალიტეტის მერები (პორტ. Prefeito) ირჩევიან ხალხის მიერ პირდაპირი წესით. ეს არჩევნები ეწყობა მთელს ქვეყანაში ერთდროულად (ბოლო არჩევნები ჩტარდა 2008 წელს). თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს კონსტიტუციური უფლება მიიღოს ადგილობრივი კანონები, ააგროვოს გადასახადები და მოზიდოს რესურსები, როგორც შტატისგან ასევე ფედერალური მთავრობისგან.[1] თუმცა მუნიციპალიტეტებს არ აქვთ სასამართლო ძალაუფლება, სასამართლოები იმართება მხოლოდ შტატებში ან ფედერალურ დონეზე.

მუნიციპალიტეტების მმართველობები განთავსებულია მთავარ ქალაქებში, მიუხედავად მათი მოსახლეობის რაოდენობის ან მდებარეობისა. ქალაქს აქვს მუნიციპალიტეტის სახელი, მუნიციპალიტეტებიც ასევე შეიძლება იყოს დაყოფილი ოლქებად (მხოლოდ ადმინისტრაციული მიზეზებით). როგორც წესი ახალი მუნიციპალიტეტები ყალიბდება ოლქებისგან. სხვა დასახლებულ ადგილებს (იურიდიული საფუძვლის გარეშე) ეწოდებათ (პორტ. vila ან პორტ. povoado) სოფლები.

მუნიციპალიტეტები შტატის საზღვრებში შეიძლება გაიყოს ან შეერთდეს, ხალხმა რომც გამოხატოს სურვილი რეფერენდუმის საშუალებით ამის უფლებას ფედერალური კონსტიტუცია მაინც არ იძლევა.[1] სადაც ცალსახადაა აკრძალული ექსკლავის შექმნა ან შტატიდან გამოყოფა.[1]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ბრაზილიის ფედერალური კონსტიტუცია (Portuguese). გამომცემელი: Presidency of the Republic (1988).