ბრაზილიის გზების სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრაზილიის გზების სისტემა (პორტ. Sistema Nacional de Viação) – მსოფლიოში სიდიდით მეოთხე სისტემა. 2010 წლის მონაცემებით, სისტემა შეიცავს 2 მილიონ კილომეტრზე მეტი სიგრძის გზას, რომლისგან დაახლოებით 200 000 მოკირწყლულია.

ისევე როგორც ამერიკის შეერთბულ შტატებში, კანადასა და ევროპის უმეტეს ქვეყნებში, გზატკეცილებზე სიჩქარის ლიმიტი 120 კმ/სთ-ია, ხოლო დასახლებულ უბნებში 80 კმ/სთ.

წლიურად, დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი მგზავრობს ბრაზილიის გზებზე. (დაახლოებით 120 მილიონი თვითმფრინავით).

ნუმერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

SP-160 ან პორტ. Rodovia dos Imigrantes

ბრაზილიის რეგიონული მნიშვნელობის გზების ნუმერაცია ხდება შემდეგი სისტემით YY-XXX, სადაც YY არის შტატის აბრევიატურა და XXX არის ნომერი (მაგ. SP-280; სადაც SP ნიშნავს სან-პაულუს).

ბრაზილიის ეროვნული გზები ინომრება შემდეგნაირად BR-XXX. ნაციონალური გზები არის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი გზატკეცილები, რომლებიც გადიან რამდენიმე შტატზე ან რომლებიც ბრაზილიას აკავშირებენ სხვა ქვეყნებთან. მათი ნუმერაცია ხდება შემდეგნაირად:

  • 000-099 - ნიშნავს, რომ გზა მიდის ბრაზილიიდან. გარდა ქვემოთ მოყვანილი შემთხვევებისა.
  • 100-199 - ნიშნავს, რომ გზა მიდის სამხრეთიდან-ჩრდილოეთით.
  • 200-299 - ნიშნავს, რომ გზა მიდის დასავლეთიდან-აღმოსავლეთით.
  • 300-399 - ნიშნავს, რომ გზა მიდის დიაგონალურად . კენტი რიცხვები ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ლუწები ჩრდილო-დასავლეთიდან - სამხრეთ-აღმოსავლეთით.
  • 400-499 - ნიშნავს, რომ გზა უკავშირდება ორ მნიშვნელოვან გზატკეცილს.

ხშირად, ბრაზილიის გზებს მინიჭებული აქვთ სახელები (მაგ. ცნობილი პიროვნებების), თუმცა ამავე დროს ინარჩუნებენ სტანდარტულ ნუმერაციასაც YY/BR-XXX (მაგ: როდოვია კასტელო ბრანკო ასევე არის SP-280.)

ბრაზილიის მთავარი გზატკეცილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BR-010; BR-040; BR-050; BR-101; BR-116; BR-174; BR-230; BR-232; BR-277; BR-319; BR-381.

ხიდი რიო-ნეტეროი, ოფიციალურად ფედერალური BR-101 გზატკეცილის ნაწილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]