ბოტენჰავი (ბოტნიის ზღვა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოტნიის ზღვა

ბოტნიის ზღვა (ფინური: Selkämeri, შვედური: Bottenhavet) მდებარეობს ბოტნიის ყურის სამხრეთით და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთით. ზღვის სანაპირო ზოლი ესაზღვრება ფინეთს და შვედეთს, ბოტნიის სიახლოვეს მდებარეობს ალანდის კუნძულები და არქიპელაგის ზღვა.

ბოტნიის ზღვის ფართობი შეადგენს დაახლოებით 79,000 კმ². უდიდესი სანაპირო ქალაქები მდებარეობს, ზღვის სამხრეთით და ჩრდილოეთით, ესენია: რაუმა და პორი ფინეთში და ევლე და სუნდსვალი შვედეთში. უმეო (შვედეთი) და ვაასა (ფინეთი) არის ზღვის უკიდურესი ჩრდილოეთი და სამხრეთი წერტილები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]