ბოსრა
| ბოსრა* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, iii, iv |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | არაბული ქვეყნები |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) |
| ნომერი | 22 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 22 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ბოსრა (არაბ. بصرى) — უძველესი ქალაქი სამხრეთ სირიაში. წარმოადგენს ქვეყნის მთავარ არქეოლოგიურ ტერიტორიას და 1980 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.
პირველი დასახლებები ამ ტერიტორიაზე, ნახსენებია ძველი ეგვიპტის ფარაონების - თუთმოს III-ისა და ამენჰოტეპ IV-ის დოკუმენტებში (ძვ.წ. XIV საუკუნე). უკვე ძვ.წ. II საუკუნეში, ბოსრა ნაბატეის სამეფოს ქალაქია. ახ.წ. 106 წელს, აღნიშნული სამეფო რომის იმპერატორ ტრაიანეს გენერალმა კორნელიუს პალმამ დაიპყრო.
რომის იმპერიის შემადგენლობაში, ქალაქს სახელი გადაერქვა და ეწოდა ნოვა-ტრაიანე-ბოსტრა და წარმოადგენდა რომის ერთ-ერთი პროვინციის - ქვიანი არაბეთის დედაქალაქს. ბოსრა რამდენიმე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის გადაკვეთაზე აღმოჩნდა, სულ მალე აყვავდა და რეგიონის მთავარი მეტროპოლია გახდა.
VII საუკუნეში ქალაქი სასანიდებმა დაიპყრეს, შემდეგ მას მოჰყვა მცირე ხნიანი ბიზანტიური დაპყრობა და ბოლოს რაშიდთა არმიამ დაიპყრო ხალიდ იბნ ალ-ვალიდის მეთაურობით. ამის შემდეგ, ბოსრას ისლამური ისტორია იწყება.
გალერეა [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Catholic Encyclopedia on Bosra
- Official website of Bosra city
- Bosra World Heritage site in panographies - 360 degree interactive imaging
- Extensive photo site about Bosra
|
|||||

