ბორჯომულა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 29 კმ |
| აუზის ფართობი | 165 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ცხრაწყარო |
| ჩაედინება | მტკვარი |
| ქალაქები | ბორჯომი, დაბა ბაკურიანის ანდეზიტი |
ბორჯომულა, მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთის კალთაზე, ცხრაწყაროს უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2400 მ. სიგრძე 29 კმ, აუზის ფართობი 165 კმ2. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთაბ 2,41 მ3/წმ.
ბორჯომულა ტიპური მთის მდინარეა. მიედინება ჯერ სუბალპურ ზონაში, შემდეგ წიწვიანი ტყით შემოსილ ვიწრო ხეობაში. შესართავთან გაშენებულია კურორტი ბორჯომი, მის ხეობაში სოფლები: ტბა, სადგერი, ლიბანი, ხოლო მის სათავეებთან დაბა ბაკურიანის ანდეზიტი. 1898 წელს ბორჯომულაზე ააგეს რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი ჰესი (ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- უკლება ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 480, თბ., 1977 წელი.