ბორჯიების ოჯახი
ბორჯიები იყვნენ ესპანური წარმოშობის იტალიური დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენლები. ცნობილია, რომ ეს ოჯახი გარყვნილი წესებით მართავდა ე.წ. პაპობის ინსტიტუტს რენესანსის პერიოდში. სხვათაშორის, ისინი მიჩნეულნი არიან, როგორც „ისტორიის პირველი კრიმინალური ოჯახი“ და იტალიური მაფიის წინამორბედნი. ოჯახის მეთაური როდრიგო ბორჯია (1431-1503) გახდა ეკლესიის ეპისკოპოსი, კარდინალი და კანცლერი. მოგვიანებით ის აირჩიეს რომის პაპად, მან აირჩია სახელი ალექსანდრე VI და შეინარჩუნა ეს პოზიცია მინიმუმ თერთმეტი წელი. ბორჯიების ოჯახის სხვა წარმომადგენლები იყვნენ: ლუკრეცია ბორჯია და ჩეზარე ბორჯია — შესაბამისად როდრიგო ბორჯიას ქალიშვილი და ვაჟი. ამ ოჯახის წინააღმდეგ წაყენებული ბევრი ბრალდებიდან რამდენიმე არის: ინცესტი, ღალატი, მკვლელობა და სკანდალი.
-
ჩეზარე ბორჯია. პორტრეტი შესრულებულია ალტობელო მელოუნის მიერ. ქალაქი ბერგამო.
სტატიის