ბორის ძნელაძის მწვერვალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორის ძნელაძის მწვერვალიმწვერვალი ყაზბეგის რაიონში, კავკასიონის განშტოების — შავანის ქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე 4000 მეტრი. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზა აქვს მდინარე ხდის (თერგის შენაკადი) სათავიდან. ადრე სამხრეთ შავანა ეწოდებოდა, ხოლო 1938 წლიდან, როცა მწვერვალზე პირველი ასვლა მოეწყო (ხელმძღვანელი კ. ჯავრიშვილი), ბორის ძნელაძის სახელი ეწოდა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • უთმელიძე მ., ქსე, ტ. 2, გვ. 473, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები