ბორის იოფანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორის იოფანი (რუს. Борис Михайлович Иофан; 16 აპრილი, 1891, ოდესა11 მარტი, 1976, მოსკოვი) — საბჭოთა არქიტექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სახლი სანაპიროზე, მოსკოვი (ამჟამად)

დაიბადა ოდესაში. 1911 წელს დაამთავრა ოდესის სამხატვრო სასწავლებელი, მუშაობდა პეტერბურგში არქიტექტორ ა. ტამანიანის თანაშემწედ. შემდეგ რომში მიემგზავრება, სადაც სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში აბარებს, რომელსაც 1916 წელს ამთავრებს.

იოფანი რუსეთში 1924 წელს დაბრუნდა უკვე როგორც გამოცდილი პროფესიონალი, სათანადო არქიტექტურული და ტექნიკური მომზადებით. ამ პერიოდისთვის მას უკვე გააჩნდა რამდენიმე რეალიზებული პროექტი იტალიაში.

1927-31 წლებში იოფანი აპროექტებს და ხელმძღვანელობს სერაფიმოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას (ე. წ. "სახლი სანაპიროზე", რუს. «Дом на набережной»).

იოფანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია განუხორციელებელი საბჭოების სასახლე მოსკოვში - გიგანტური ნაგებობა, რომლის თავზე ლენინის უზარმაზარი ქანდაკება უნდა მდგარიყო. სასახლის ასაგებად გამოიყო ადგილი, რომელზეც მაცხოვრის ტაძარი იდგა. ტაძარი დაანგრიეს, თუმცა მის ადგილას მოგვიანებით აუზი "მოსკოვი" შეიქმნა.

ომისშემდგომ წლებში იოფანემ მოსკოვში შექმნა ნავთობისა და სამთო ინსტიტუტების კომპლექსები (1947-50), ფიზიკური კულტურის ცენტრალური ინსტიტუტის პროექტი იზმაილოვოში, ასევე ხელმძღვანელობდა ფართომასშტაბიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას იზმაილოვოსა და მარიინკაში.

მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორის საპატიო წოდება (1970) და დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.