ბორის გუსაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის გუსაკოვი
ნამდვილი სახელი ბორის გუსაკოვი
დაბ. თარიღი 1938
დაბ. ადგილი მოსკოვი, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 1968
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირი
განაჩენი დახვრეტა
მოტივი სექსუალური

ბორის გუსაკოვი (დ. 1938, მოსკოვი — გ. 1968, მოსკოვი) — საბჭოთა სერიული მკვლელი და მოძალადე. 1963-1968 წწ. განახორციელა 15 თავდასხმა გოგონებზე, რომელთაგან 5 მკვლელობით დამთავრდა. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით.

ბორის გუსაკოვი დაიბადა 1938 წელს. ბავშვობიდან განიცდიდა სხვადასხვა სახის ფსიქიკურ დაავადებებს. ავადმყოფობის ერთ-ერთი მიზეზთაგანი გახდა ის, რომ გუსაკოვი ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ოჯახში დაიბადა. 1955 წელს მან სკოლა დაამთავრა. უმაღლესი განათლება არ მიუღია. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. სამუშაოდ სწორედ ფოტოგრაფად მოეწყო ბავშვთა თავშესაფარში.[1] 1958 წელს დაქორწინდა. თუმცა მოგვიანებით საკუთარ ცოლს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.[1]

1963 წლის დეკემბრის ბოლოს 25 წლის გუსაკოვმა განახორციელა თავისი პირველი თავდასხმა. თუმცა მკვლელობა ვერ განახორციელა. თავის პირველი მკვლელობა გუსაკოვმა 1964 წლის 21 ივნისს ჩაიდინა. მსხვერპლი 11 წლის სკოლის მოსწავლე გახდა. გუსაკოვი თავს დაესხა მას, გააუპატიურა იგი და შემდეგ მოკლა. მკვლელმა მსხვერპლს ბლაგვი საგნით მიაყენა 7 უძლიერესი დარტმა. 1965 წლის 4 სექტემბერს მან მოკლა თავის მეორე მსხვერპლი. მკვლელობას ისევ გაუპატიურება მოჰყვა. მსხვერპლი ქალი იყო.

1968 წლის 11 მარტს გუსაკოვმა გააუპატიურა და შემდეგ მოკლა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ორი პირველკურსელი. მკვლელობაში ეჭვმიტანილები უპირველეს ყოვლისა გახდნენ დაღუპულების თანაკურსელები და მათი მეგობარი ბიჭები.

1968 წლის აპრილში კვლავ თავდასხმა განახორციელა. ამჯერად იგი თავს ესხმის შეყვარებულ წყვილს. თავდასხმისას გუსაკოვმა ბლაგვი საგნით დარტყმა მიაყენა მამაკაცს, ხოლო შემდეგ მოკლა და გააუპატიურა საკუთრივ ახალგაზრდა ქალი. თუმცა მამაკაცი გადარჩა და პოლიციაში მოახერხა თავდამსხმელის აღწერა. დაზარალებულის ნაამბობი არ აღმოჩნდა სრულყოფილი.

1968 წლის 15 მაისს გუსაკოვმა გაიცნო ორი 17 წლის გოგონა, რომლებიც ქალაქგარეთ, საკუთარ სახლში დაპატიჟა. გუსაკოვმა სტუმრებს ჩაითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა, რომელიც მოწამლული აღმოჩნდა. გარკვეული დროის შემდეგ, გუსაკოვი მათ თავს დაესხა, თუმცა გოგოებმა შეძლეს თავის დაღწევა. მოგვიანებით დაზარალებულებმა პოლიციელი შენიშნეს, რომელმაც უმალ შეძლო მოძალადის დაკავება. მკვლელი განყოფილებაში წაიყვანეს, დაკითხეს, თითის ანაბეჭდები აუღეს და გაარკვიეს, რომ ბორის გუსაკოვმა 5 წლის განმავლობაში განახორციელა 5 სასტიკი მკვლელობა.

განაჩენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს ბორის გუსაკოვს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 «Кравицы и чудовище დაარქივებული 2011-07-01 საიტზე Wayback Machine. », документальный фильм цикла «Следствие вели...» (НТВ, 2008)