ბორის ასაფიევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორის ვლადიმერის ძე ასაფიევი (რუს. Борис Владимирович Асафьев) (ლიტერატურული ფსევდონიმი იგორ გლებოვი) (დ. 17 ივლისი/29 ივლისი, 1884, პეტერბურგი ― გ. 27 იანვარი, 1949, მოსკოვი), რუსი მუსიკათმცოდნე და კომპოზიტორი. სსრკ სახალხო არტისტი (1946), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1943, 1948).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1908 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1910 - კონსერვატორია (ა. ლიადოვის კლასი). 1919-1930 წლებში მუშაობდა ლენინგრადის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1925-იდან ლენინგრადის კონსერვატორიის პროფესორია. 1948 წელს ირჩევენ სსრკ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარედ. დაწერილი აქვს მრავალი მნიშვნელოვანი შრომა რუსული და დასავლეთ ევროპის მუსიკის ისტორიის საკითხებზე ("ჩაიკოვსკის ინსტრუმენტული შემოქმედება", 1922; "სიმფონიური ეტიუდები", 1922; "წიგნი სტრავინსკიზე", 1929; "ევგენი ონეგინი", 1944; "ჯადოქარი ქალი", 1947; "გლინკა", 1947; "გრიგი", 1948; "მუსიკალური ფორმა როგორც პროცესი", წიგნი 1-2, მე-2 გამოცემა, 1963 და სხვა).

ასაფიევის მუსიკალური ნაწარმოებებიდან არსანიშნავია ბალეტები (სულ 28): "პარიზის ალი", (1934), "კავკასიის ტყვე" (1938), 11 ოპერა, ოთხი სიმფონია, კამერული ნაწარმოებები. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Орлова Е., Б. В. Асафьев. Путь исследователя и публициста, Л., 1964;
  • Памяти академика Б. В. Асафьева Сб. статей о научно-критическом наследии, М.-Л., 1951;
  • ქსე, ტ. 1, გვ.625, თბ., 1975