ბორდერ-ტერიერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორდერ-ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა მამრი 13-16 კგ
მდედრი 6-8 კგ
სიმაღლე მამრი 33-41 სმ.
მდედრი 28-36 სმ.
ბეწვი ღვიძლისფერი
ყავისფერი
ჟღალი
ნაცრისფერი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ბორდერ-ტერიერი (ინგლ. Border teriér) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნეში.

ამ ჯიშის ზუსტი წარმოშობა უცნობია. არსებობს მტკიცებულება, რომ გარეგნულად დღევანდელი ძაღლისგან მცირედ განსხვავებული ბორდერ-ტერიერები ცხოვრობდნენ ინგლისისა და შოტლანდიის საზღვარზე XVII საუკუნეში.

უეშმაკო და პირდაპირი ბორდერ-ტერიერი საკმაოდ პატარაა, რომ შეუძლი, მელას სულ პატარა სოროში შეჰყვეს და ამავე დროს იმდენად სწრაფია, რომ არ ჩამორჩეს ცხენზე ამხედრებულ მონადირეს. როგორც საგამოფენო ძაღლმა, მან ვერ მიაღწია სხვა ტერიერების მსგავს პოპულარობას, ამიტომ შეინარჩუნა თავისი პირველადი ექსტერიერი და დღევანდელი დანიშნულება.

წყალგაუმტარი ბალანი საიმედოდ იცავს უამინდობისგან, გრძელი ფეხები და ამტანობა საშუალებას აძლევს დიდხანს შეინარჩუნოს შრომისუნარიანობა. კარგი ხასიათის გამო, ბორდერი კარგად ეწყობა ოჯახს. ის კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცივეს. მისი ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოსღვიძლისფერი, ყავისფერი-წითლით, ცისფერი-ჟღალით, ნაცრისფერი-თეთრით. ბორდერ-ტერიერს აქვს მცირე V-სახის ყურები, სწორი წინა ფეხები, განიერი თავი მოკლე დრუნჩით, ძლიერი უკანა ფეხები, უხეში, ხშირი ბალანი. მუქ თვალებს ყურადღებიანი გამოხედვა ახასიათებთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: