საროსკიპო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბორდელი)
ორი პატარ ბორდელი ამსტერდამის წითელი ფარნების ქუჩაზე

საროსკიპო ან ბორდელი — დაწესებულება, სადაც პროსტიტუციული მომსახურება ხორციელდება.

ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ბორდელის არსებობა უკანონოდ ითვლება და სუტინიორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იღვძრება, რაც არ ნიშნავს მათ არ არსებობას. სამაგიეროდ ქვეყანათა მთელ რიგში საროსკიპოებს ოფიციალური სტატუსი აქვს.

საროსკიპოები ორ ათას წელზე მეტია არსებობენ. 1862 წ. პომპეის გათხრებისას იყო აღმოჩენილი ძველ რომაული ლუნაპარი (ითარგმნება ლათ. lupa — ძუ მგელი, ხალხში ძუკნა > როსკიპი). 2006 წელს ამონათხარს გაუკეთეს რესტავრაცია და იგი მუზეუმად იქცა.[1]

XVII-XX სს. ბევრ პრესტიჟულ დაწესებულებას ჰქონდა თავისი ბორდელი. ზუსტად ამიტომ გახდა საქვეყნოდ ცნობილი კაბარე მულენ რუჟი.

ბორდელები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერების ვარაუდობით, როგორც ყველგან ასევე საქართველოშიც ელინისტურ ხანაში არაერთი ბორდელი იყო, მიუხედავად ამისა არ იყო ნაპოვნი არანაირი არქელოგიური მტკიცება. თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე V საუკუნეში უკვე არსებობდნენ ”სპარსული ბორდელები”, ასევე არის ვარაუდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საროსკიპო არსებობდა თამარის დროს ქ. გორთან, სადაც ძირითადად მუშაობდნენ ბიზანტიელი, რომაელი, სომეხი და სპარსი ქალები.

ამჟამად პროსტიტუცია საქართველოში არის უკანონო.

ცნობილი ბორდელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: