ბოლოცეცხლა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლოცეცხლა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბეღურასნაირნი
ოჯახი: მემატლიასებრნი
გვარი: ბოლოცეცხლა
ლათინური სახელი
Phoenicurus
დაცვის სტატუსი

ბოლოცეცხლა (Phoenicurus), ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში 3 სახეობაა: ჩვეულებრივი, შავი და წითელმუცელა ბოლოცეცხლა; ამათგან პირველი ორი მობუდარი გადამფრენია (ჩვენში მარტიდან ოქტომბრამდეა), წითელმუცელა ბოლოცეცხლა კი - მობინადრე. ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა ბინადრობს ტყეებში, ბაღებში, პარკებში; შავი ბოლოცეცხლა - ხრამებში, კლდეებზე, ალპურ მდელოებსა და ადამიანის სამოსახლოში, წითელმუცელა ბოლოცეცხლა - მაღალმთიანეთში - ხეობებში, კლდეთა ნაშალებში. აპრილ-მაისში დებენ 4-6 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 14 დღე. იკვებებიან მწერებით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • რ. ჟორდანია, ქსე, ტ. 2, გვ. 457, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე