ბოლოფეხიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლოფეხიანები
Isotoma Habitus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Collembola

ბოლოფეხიანები (ლათ. Collembola), უმდაბლესი ანუ უფრთო მწერების რიგი. სხეული წაგრძელებული, ცილინდრული ან თითქმის სფერულია. მუცლის სეგმენტების რიცხვი ექვსს არ აღემატება. ანტენები 4-, 6-ნაწევრიანია. ბოლოფეხიანების უმრავლესობას სახტუნავი აპარატი აქვს, ზოგ სახეობას - პატარა თვალები. უმრავლესობა სუნთქავს კანით. კვერცხმდებია. განვითარება მეტამორფოზის გარეშე მიმდინარეობს. ცნობილია ბოლოფეხიანების რამდენიმე ათასი, ფართოდ გავრცელებული სახეობა. ცხოვრობენ ნიადაგში, მტკნარ წყალში, ზღვის მიმოქცევის ზონაში, მღვიმეებში და სხვაგან. იკვებებიან ყვავილის მტვრით, მცენარეთა სპორებით ან მცენარეული ნარჩენებით, ჭიანჭველებით, ტერმიტებით, ბოლოფეხიანებითაც. ზოგი სახეობა მცენარეთა მავნებელია. რიგი სახეობები მონაწილეობენ ნიადაგის წარმოქმნის პროცესში (ხელს უწყობენ მცენარეული ნარჩენების ხრწნას, ჰუმუსის წარმოქმნასა და მინერალიზაციას). ბოლოფეხიანები მწერების უძველესი ჯგუფია, გვხვდება დევონურ ნალექებში (მაგ., დევონურ ქარვაში).

ლიტერატურა[რედაქტირება]