ბოლობეჭედა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლობეჭედა

მინდვრის ბოლობეჭედა (Circus cyaneus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Circus (Lacepede, 1799)

ბოლობეჭედა (ლათ. Circus) — მტაცებელი ფრინველების გვარი ქორისნაირთა რიგისა. გვარში დღემდე მოღწეული 15 ან 16 და ორი გადაშენებული სახეობაა.[1] მათი სხეულის სიგრძეა 41-60 სმ. გავრცელებულნი არიან თითქმის მთელ მსოფლიოში. საქართველოში გვხვდება მინდვრის, მდელოს, ველისა და ჭაობის ბოლობეჭდები. აპრილ-მაისში დებენ 2-6 კვერცხს. კრუხობენ 30 დღემდე. ყველა ბოლობეჭედა (ჭაობის ბოლობეჭედას გარდა) სასარგებლოა — სპობს მწერებსა და მღრღნელებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 455.
  • Биологический энциклопедический словарь /Под ред. М. С. Гилярова. — 2-е изд., исправл. — М.: Большая российская энциклопедия, 1995.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]