ბოიხელი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Beuchel | |
|---|---|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 7000 კმ² |
| სიგრძე | 400მ კმ |
| სიგანე | 150მ კმ |
ბოიხელი (გერმ. Beuchel) — დაუსახლებელი კუნძული გერმანიაში, ბალტიის ზღვაში. მდებარეობს კუნძულ რიუგენის შეგნით მოქცეულ დიდი იასმუნდის ყურეში და რიუგენის სანაპიროდან მხოლოდ ასი მეტრითაა დაშორებული. კუნძულის სიგრძე დაახლოებით 400 მეტრია, სიგანე – 150 მ, ხოლო ფართობი დაახლოებით 7 ჰა–ს უდრის. ბოიხელი ბრტყელი და უტყეო კუნძულია.
1940 წლიდან ბოიხელი გამოცხადებულია დაცულ ტერიტორიად აქ მობინადრე და გადამფრენი ფრინველების დასაცავად. კანონით მასზე გადასვლა აკრძალულია.