|
ქალაქი
| გერბი |
 |
|
ბოგორი (ინდო. Kota Bogor) — ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, დასავლეთ იავის როვინციაში. მდებარეობს ბოგორის სარეგენტოს ცენტრში, ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტიდან 60 კმ–ით სამხრეთით. თავის მხრივ, ბოგორს მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. ქალაქი მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და ტურისტული ცენტრია, ისევე როგორც სამთო კურორტი.
შუა საუკუნეებში ბოგორი სუნდას სამეფოს (ინდო. Kerajaan Sunda) დედაქალაქი იყო და პაკუან–პაჯაჯარანი ერქვა. ჰოლანდიური კოლონიალიზმის დროს, მას ბუიტენცორგი ეწოდა და ჰოლანდიის ოსტინდოეთის გენერალ–გუბერნატორის საზაფხულო რეზიდენციად იქცა. XIX საუკუნის ადრეულ წლებში, როდესაც ბრიტანული კონტროლის ხანა დასრულდა, ბოგორი ჰოლანდიის ოსტინდოეთის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.
ბოგორის ცენტრალურ ნაწილში, დაახლოებით 20 კმ² ტერიტორიაზე ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს და ის მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ქალაქში მდებარეობს საპრეზიდენტო სასახლე და ბოტანიკური ბაღი, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი და უდიდესია. ხშირი წვიმების გამო, ბოგორს ზედმეტსახელად „წვიმიან ქალაქს“ უწოდებენ. წვიმს თითქმის ყოველთვის, მშრალ სეზონშიც კი.
| წელი |
1956 |
1961 |
1971 |
1981 |
1988 |
1999 |
2010 |
| მოსახლეობა |
124 000 [1] |
154 000 [2] |
197 000 [3] |
246 000 [3] |
285 000 [3] |
585 000 [3] |
949 000 [4] |
| ეკონომიკის დარგი |
წილიGRP–ში (%)[5] |
| ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნების ბიზნესი |
30.14 |
| მრეწველობა |
28.2 |
| ფინანსური სექტორი |
13.77 |
| ტრანსპორტი და კომუნიკაციები |
9.7 |
| საბაჟო მომსახურება |
7.54 |
| მშენებლობა |
7.48 |
| ენერგეტიკა და წყალმომარაგება |
3.16 |
| სოფლის მეორნეობა, მეთევზეობა |
0.36 |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]