ბოგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოგე
მშობ. სახელი: Bogø

ბოგეს ნავსადგური
გეოგრაფია
მდებარეობა ბალტიის ზღვა
კოორდინატები 54°56′ ჩ. გ. 12°02′ ა. გ. / 54.933° ჩ. გ. 12.033° ა. გ. / 54.933; 12.033
ფართობი 13 კმ²
სიგრძე 7 კმ
სიგანე 3 კმ
დანიის დროშა დანია
უდიდესი ქალაქი ბოგე-ბიუ
დემოგრაფია
მოსახლეობა 1 135 (2011)

ბოგე (დან. Bogø) — დანიის კუნძული ბალტიის ზღვაში, კუნძულ მენის გვერდით. ფართობი 13 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2011 წლის მონაცემებით 1 135 ადამიანს შეადგენს,[1] საიდანაც 873 ყველაზე დიდ ქალაქ ბოგე-ბიუში ცხოვრობს.[2] კუნძულის სიგრძე 7 კმ-ია, სიგანე 3 კმ. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 32 მეტრზე მდებარეობს.

ბოგეს დასავლეთით მდებარეობს პატარა კუნძული ფარე, რომელიც E47/E55 გზატკეცილით კუნძულ ლოლანისა და ფალსტერის გავლით დაკავშირებულია კოპენჰაგენთან, ეს გზა შემდეგ გერმანიაში გრძელდება. ბოგე ყრილი გზით უკავშირდება როგორც ფარეს, ისე მენს.

კუნძულის ლანდშაფტი მრავალფეროვანია და მოიცავს ტყიან არეალებსა და ტრადიციულ სოფლებს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BEF4: Population 1st January by islands database from Statistics Denmark
  2. BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბოგე&oldid=2820173“-დან