ბლო-იუნგფრუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბლო-იუნგფრუნის ეროვნული პარკი)
ბლო-იუნგფრუნის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 57°16′ ჩ. გ. 16°47′ ა. გ. / 57.267° ჩ. გ. 16.783° ა. გ. / 57.267; 16.783
ფართობი 1,98 კმ²[1]
დაარსდა 1926 წ [1]
მმართველი ორგანო შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო
ბლო-იუნგფრუნი რუკაზე ნაჩვენებია რიცხვით 24

ბლო-იუნგფრუნი (შვედ. Blå Jungfrun) — შვედეთის კუნძული ბალტიის ზღვაში. უფრო ზუსტად, ის მდებარეობს კალმარის სრუტეში, სმოლანდისა და ელანდის პროვინციებს შორის. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ოსკარსჰამნის მუნიციპალიტეტს. კუნძული დაუსახლებელია და მისი ფართობი 0,7 კმ²-ია, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 86 მეტრზე მდებარეობს. 1926 წელს, კუნძულზე ეროვნული პარკი შეიქმნა. როგორც ეროვნული პარკი, შეზღუდულია მასზე თავისუფლად მოგზაურობა. მაგალითად, აკრძალულია ცეცხლის დანთება და ღამისთევა.

კუნძული ნაწილობრივ კლდეებითაა დაფარული, ნაწილობრივ კი ხშირი ტყეებით. ყველაზე გავრცელებული ფრინველია შავი კაირა. აქვეა რამდენიმე მღვიმე და უძველესი ქვის ლაბირინთი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Blå Jungfrun National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-03. ციტირების თარიღი: 2009-02-26.