ბლექ საბათი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბლექ საბათი
Black Sabbath
Black Sabbath 1999-12-16 Stuttgart.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობის ადგილი ესტონი, ბირმინგემი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ჰევი მეტალი
აქტიური 1968–2006, 2011–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Vertigo, Warner Bros., I.R.S.
ასოციაციები Heaven & Hell
GZR
დიო
ვებ-გვერდი www.blacksabbath.com
წევრები
ოზი ოსბორნი
ტონი აიომი
ჯიზერ ბატლერი
ყოფილი წევრები
იხილეთ შემადგენლობა

ბლექ საბათი (ინგლ. Black Sabbath) — ინგლისური მძიმე მეტალის შემსრულებელი ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ბირმინგემში, 1968 წელს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ოზი ოსბორნი (ვოკალი), ტონი აიომი (გიტარა) და ჯიზერ ბატლერი (ბას გიტარა). წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობის ცვლილებებს ჰქონდა ადგილი. თავდაპირველად ბლექ საბათი არსებობდა ჯგუფის „Earth“ სახით, რომელიც ბლუზ-როკს უკრავდა. მაგრამ დროთა განმავლობაში კოლექტივის ტექსტებს ოკულტური ტექსტების გავლენა დაეტყო, ხოლო გიტარებმა შესამჩნევი უხეში ჟღერადობა შეიძინეს. ბლექ საბათად გარდაქმნილი შემადგენლობა 1970-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დღეისათვის იგი ითვლება ჰევი მეტალის ერთ-ერთ დამაარსებლად.

1979 წლიდან ოზი ოსბორნი წასული იყო ბლექ საბათის შემადგენლობიდან. იგი შეცვალა რონი ჯეიმზ დიომ, ჯგუფ „რეინბოუს“ ვოკალისტმა. წლების განმავლობაში მთავარ ვოკალებს ასევე ასრულებდნენ იენ გილანი, გლენ ჰიუზი და ტონი მარტინი. 1997 წელს კვლავ შეიკრიბა ორიგინალური შემადგენლობა (ოსბორნთან ერთად) და ტურნეს შემდეგ გამოსცა ცოცხალი ალბომი Reunion, ხოლო მასში შეტანილი „Iron Man“, რომელიც პირველად ალბომზე Paranoid გამოჩნდა, გახდა „გრემის“ მფლობელი.

უკანასკნელ პერიოდში, დიოს გარდაცვალებამდე, ჯგუფის წევრები ბატლერი და დიო დაკავებულები იყვნენ პროექტით Heaven & Hell. 2011 წლის 11 ნოემბერს, ჰოლივუდში, კლუბში Whisky a Go Go შედგა ჯგუფის ორიგინალურ წევრთა პრეს-კონფერენცია. ბლექ საბათმა გააჟღერა ოფიციალური ინფორმაცია გაერთიანების შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტონი აიომი მკურნალობდა ლიმფომას, ხოლო ბილ უორდმა (დასარტყმელი საკრავები) უარი თქვა ტურნეში მონაწილეობაზე არახელსაყრელი კონტრაქტის გამო. ამჟამად დაგეგმილია ჯგუფის გამოსვლა ფესტივალზე Download Festival (2012 წლის 10 ივნისი).[1]

სექციების სია

[რედაქტირება] დისკოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბლექ საბათის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

[რედაქტირება] შემადგენლობა

მიმდინარე

[რედაქტირება] სქოლიო

  1. BBC Radio 1. Black Sabbath reform to play Download rock festival. Newsbeat. BBC. წაკითხვის თარიღი: 11 November 2011.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე