ბიძინა აბულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბულაძე.

ბიძინა ვლადიმერის ძე აბულაძე (დ. 15 აპრილი, 1907, ზედა საქარა, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 13 ნოემბერი, 1964, თბილისი) — ქართველი ლიტერატორი, მთარგმნელი.

სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ადრევე გაიტაცა ლიტერატურულმა საქმიანობამ, რამაც მიიყვანა პერიოდიკაში სამუშაოდ. მოგვიანებით ლიტერატურულ საქმიანობას უთავსებდა ჟურნალისტურ მუშაობას. თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში, ხელმძღვანელობდა ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებებს სხვადასხვა გამომცემლობაში. ზედმიწევნით იცოდა მშობლიური და რუსული ლიტერატურა, რაც აისახა კიდეც მის მთარგმნელობით საქმიანობაში. მას თარგმნილი აქვს რუსი, უკრაინელი, სომეხი და სხვა მწერლები, აგრეთვე რუსულად თარგმნა გრიგოლ ჩიქოვანის, რეზო ინანიშვილის, ედიშერ ყიფიანის, აკაკი ბელიაშვილის, სერგი ჭილაიას ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ მანვე რუს მკითხველს გააცნო უშანგი ჩხეიძის მოგონებები კოტე მარჯანიშვილზე და სხვ. აბულაძეს ნათარგმნი აქვს ძველი ქართული ლიტერატურის შესანიშნავი ძეგლები: „სიბრძნე ბალავარისა“ , „ ამირან-დარეჯანიანი “. მას ეკუთვნის მონოგრაფიები კოტე მარჯანიშვილისა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრებზე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, "მამულიშვილთა სავანე", გვ. 25, თბ., 1994