ბიფურკაცია (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ბიფურკაცია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბიფურკაცია.

მდინარის ბიფურკაციამდინარისა და მისი ხეობის გაყოფა ორ ტოტად, რომლებიც ქვემოთ აღარ ერთდებიან და სხვადასხვა აუზებს ერთვიან. ბიფურკაცია ზედაპირული წყლების მიერ ბრტყელი წყალგამყოფების წარეცხვის შედეგია. სეზონური ბიფურკაცია ხდება წყალდიდობის დროს, როდესაც წყალი მდინარის ერთი აუზიდან მეორე აუზში გადადის. ფართოდაა ცნობილი მდინარე ორინოკოს (სამხრეთი ამერიკა) სისტემის ბიფურკაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]