ბირლადის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ბირლადი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბირლადი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბირლადის პლატო
კოორდინატები: 45°33′07″ ჩ. გ. 27°55′42″ ა. გ. / 45.55194° ჩ. გ. 27.92833° ა. გ. / 45.55194; 27.92833
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
მოლდოვის დროშა მოლდოვა
სიმაღლე 564 
ბირლადის პლატო — რუმინეთი
ბირლადის პლატო

ბირლადის პლატო (რუმ. Podișul Bârladului) — პლატო აღმოსავლეთ რუმინეთსა და ნაწილობრივ მოლდოვაში. წარმოადგენს მოლდოვის მაღლობის შუა ნაწილს. სიმაღლე 564 მ-მდე. აგებულია კირქვებით, ქვიშაქვებითა და ნეოგენური ასაკის თიხებით. ძლიერ არის დანაწევრებული ღრმად ჩაჭრილი მდინარეების ხშირი ქსელით, რომლებიც მიეკუთვნება მდინარეების პრუტის, სირეტისა და ბირლადის აუზებს; გავრცელებულია ხევები. მდინარეთაშორისი მეტწილად ვაკე ტერიტორიაა. გავრცელებულია წიფლისა და მუხის ტყეები. განვითარებულია მეცხოველეობა, მებაღეობა და მევენახეობა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Краткая географическая энциклопедия. Том 1. М., 1960.