ბირანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
ბირანი
Birán
|
ბირანი — პატარა ქალაქი კუბაში, ოლგინის პროვინციის მაიარის მუნიციპალიტეტში. ბირანში დაიბადა ფიდელ კასტრო 1926 წელს, ხოლო 1931 წელს რაულ კასტრო, რითაც ცნობილი გახდა ქალაქი. მათი მამა ამ პატარა ქალაქში ფლობდა 93 კმ² მიწის ფართობს, სადაც შაქრის ლერწამი მოჰყავდა.[1]
ქალაქი მდებარეობს მაიარი სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრზე და კუეტოს სამხრეთით 9 კილომეტზე.
2009 წელს ქალაქს მიანიჭეს ისტორიული მნიშვნელობა და შეიტანეს კუბის ეროვნული ძეგლების სიაში.[2][3]
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Norberto Fuentes: Die Autobiographie des Fidel Castro. München 2006, S.33, ISBN 3-406-54216-6
- ↑ n-tv.de: Castro-Brüder: Geburtsort wird Denkmal 4 თებერვალი 2009
- ↑ Granma: Declaran Monumento Nacional a lugares históricos holguineros 4 თებერვალი 2009 (ესპანური)