ბიმსტერი
| მუნიციპალიტეტი
ბიმსტერი
Beemster
|
ბიმსტერი (ნიდერლ. Beemster) — მუნიციპალიტეტი ნიდერლანდებში, ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში. 2007 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 8 486 ადამიანს შეადგენს. ბიმსტერი თავდაპირველად პოლდერს ეწოდებოდა (ზღვის დაბლობი სანაპიროს ამოშრობილი და დამუშავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ზღვის დონეზე დაბლაა და ჯებირით არის დაცული წყლით დაფარვისაგან), რომელიც ტბას ქარის წისქვილების დახმარებით გამოსტაცეს. ეს პროცესი 1609 - 1612 წლებში მიმდინარეობდა. დღეისათვის თითქმის ხელუხლებლადაა შემონახული მისი მინდვრების ლანდშაფტი, გზები, არხები, დამბები და დასახლებები რომლებიც კლასიკური და რომანული სტილის დაგეგმარების პრინციპებზეა შექმნილი.
ბიმსტერის მუნიციპალიტეტი რამდენიმე ქალაქსა და სოფელს მოიცავს.
1999 წელს, მისი ისტორიული მნიშვნელობის, არეალის ორიგინალური და დღემდე ხელშეუხებელი სტრუქტურების გამო ბიმსტერი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Description of a historical walking tour in the World Heritage polder Beemster, including initiary guide
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 899 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||||