ბილიარდი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბილიარდი (ფრანგ. billard, სიტყვიდან bille — ბურთულა), ბურთულებით თამაში სპეციალურ მაგიდაზე (მაგიდასაც "ბილიარდი" ჰქვია). ბილიარდის სამშობლოდ ინდოეთი და ჩინეთი ითვლება, ევროპაში შემოვიდა XVI საუკუნეში, რუსეთში - პეტრე I-ის დროს. მაუდგადაკრულ მაგიდას ბორტებზე დატანებული აქვს 6 ხვრელი (ლუზა, ფრანგულ ბილიარდს ლუზები არა აქვს), რომლებსაც ბადის პარკები ჰკიდია. თამაშობენ 3, 5 ან 16 პლასტმასის ან სპილოს ძვლის ბურთულებით. ბურთულები დანომრილია 1-დან 15-მდე, მე-16 უნომროა. ბურთულებს მაგიდაზე აგორებენ საგანგებოდ დამზადებული ხის ჯოხით (კიი). კიის სიგრძეა 1,5 მ. ყოფილ სსრ კავშირში გავრცელებულია ბილიარდის თამაში - "ამერიკული" (იგებს ის, ვინც პირველი ჩააგდებს ლუზებში 8 ბურთულას) და "პირამიდა" (იგებს ის, ვინც პირველი დააგროვებს 71 ქულას).


პირადი ხელსაწყოები