ბიგ-სიური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიგ-სიურის სანაპირო

ბიგ-სიური (ინგლ. Big Sur), ნაკლებად დასახლებული რეგიონი ცენტრალური კალიფორნიის სანაპირო რეგიონში, სადაც სანტა-ლუჩიას მთებია ამოზიდული წყნარი ოკეანიდან. სახელი "Big Sur" წარმოებულია ესპანურიდან "el sur grande", რაც "დიდ სამხრეთს" ნიშნავს, ან "el país grande del sur", "სამხრეთის დიდი ქვეყანა". მთაგორიანი რელიეფი განსაცვიფრებელ ხედებს ქმნის, რის გამოც ბიგ-სიური პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ბიგ-სიურის კოუნ-პიკი უმაღლესი სანაპირო მთაა რეგიონში (1571 მ) და ოკეანიდან მხოლოდ 4,8 კმ-შია.

მიუხედავად იმისა, რომ ბიგ-სიურს განსაზღვრული საზღვრები არ აქვს, არემარის აღწერით ის მოიცავს 140 კმ სანაპირო ზოლს მდ. კარმელსა და სან-კარპოფორო კრიკს შორის და ხმელეთზე სიღრმეში 32 კმ-ზე იჭრება, სანტა-ლუჩიას აღმოსავლეთ ფერხთით. ბიგ-სიურის ჩრდილოეთი საზღვარი სან-ფრანცისკოდან 190 კმ-შია, ხოლო სამხრეთი საზღვარი ლოს-ანჯელესიდან 394 კმ-ში.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: