ბიგნონიასებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიგნონიასებრნი (Bignoniaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ახლოსაა შავწამალასებრთა ოჯახთან. ხეები, ბუჩქები და ლიანებია, იშვიათად ბალახი. ორსქესიანი ყვავილები საგველასებრ ან ქოლგისებრ ყვავილედებად არის შეკრებილი. ნაყოფი კოლოფია. შეიცავს დაახლოებით 120 გვარსა და 800 სახეობას, რომელიც ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში ველური ფორმები არ გვხვდება. კულტივირებულია დიდი ზომის ხე კატალპა (Catalpa bignonioides), ხვიარა ბუჩქი ვაზისტანა (Campsis radicans), ზოგიერთი სახეობა იძლევა ძვირფას მერქანს — ე. წ. პალისანდრის ხეს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 361, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე