ბიგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიგლი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა მამრი 10-11 კგ.
მდედრი 9-10
სიმაღლე მამრი 36-41 სმ.
მდედრი 33-36 სმ.
ბეწვი მრავალნაირი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ბიგლი (ინგლ. Beagle) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი დიდ ბრიტანეთში XIV საუკუნეში.

ვარაუდობენ, რომ ბიგლი ჰარიერის და ძველი ინგლისური მეძებრის შთამომავალია. პატარა მეძებრები, რომლებიც ფეხით მოსიარულე კურდღლებზე მონადირეს მიჰყვებოდნენ, ჯერ კიდევ XIV საუკუნეში არსებობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბიგლი დამოუკიდებელი ძაღლია და თუ რამე აღიზიანებს, გაქცევა უყვარს, თავისი კარგი ხასიათის და მცირე აგრესიულობის გამო დიდი ხანია პოპულარული კომპანიონი გახდა. ბიგლის ზომები და ექსტერიერი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. ზოგიერთი ქენელ-კლუბები ამ პრობლემას ჯიშის სხვადასხვა ვარიაციის აღიარებით წყვეტენ.

ოდესღაც დიდ ბრიტანეთში ცხენოსან მონადირეებს ბიგლები უნაგირის ჩანთებით დაჰყავდათ. ბიგლის ბალნის შეფერილობა მრავალნაირია. გრძელი ყურები ნაზი ბალნითაა დაფარული, ზემოთ აწეული კუდი თეთრი ბალნით ბოლოვდება, თეძოები ძლიერია. ბიგლი კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს, კარგად ეგუება სხვა ძაღლებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: