ბიბი ანდერსონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიბი ანდერსონი

ბიბი ანდერსონი (შვედ. Bibi Andersson, დაბადებისას Berit Elisabeth Andersson ბერიტ ელისაბედ ანდერსონი) — შვედი მსახიობი. დაიბადა 1935 წლის 11 ნოემბერს ქალაქ სტოკჰოლმში.

სწავლობდა სამეფო დრამატული თეატრის სკოლაში ი. ტერსერუსა. მუშაობდა მალმეოს თაეტრში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ინგმარ ბერგმანი. ცნობილი გახდა ბერგმანის ფილმებში მონაწილეობის შემდეგ «ზაფხულის ღამის ღიმილი», «მარწყვის მინდვრები», «მეშვიდე ბეჭედი», «სახე». მან ითამაშა რეჟისორის 11 სურათში. ერთ-ერთ საუკეთესო როლად მიჩნეულია ფილმ «პერსონაში» ექთანი ალმა (1965 წ.).

ბიბიმ ასევე ითამაშა შვედი რეჟისორის ვილგოტა შიომანის ფილმებში — «საყვარელი» (1962 წ.), «საწოლი და-ძმისთვის, 1782» (1966 წ.), «მე ვწითლდები» (1980 წ.). 1970-იანი წლებიდან ანდერსონმა ასევე ითამაშა საბჭოელ რეჟისორებთან - იური იგოროვთან («ადამიანი სხვა მხრიდან», 1971 წ.) და მიხეილ ბოგინთან («სიყვარულის შესახებ» 1971 წ.).


ფილმოგრაფია [რედაქტირება]