ბიაჯო ანტონაჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიაჯო ანტონაჩი

ბიაჯო ანტონაჩი (იტალ. Biagio Antonacci) — იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი მილანიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბიაჯო ანტონაჩი დაიბადა მილანში და გაიზარდა მილანის გარეუბაში (Rozzano). ადრეულ ასაკში სწავლობდა დაკვრას დასარტყმელ ინსტრუმენტებზე. 1988 წელს მან მიიღო მონაწილეობა სანრემოს 38-ე ფესტივალზე სიმღერით Voglio Vivere In Un Attimo. 1989 წელს მან პირველად გააფორმა ხელშეკრულება ხმის ჩამწერ სტუდიასთან და გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი Sono Cose Che Capitano, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენილა სიმღერის Fiore დამსახურებით. მისი მეორე ალბომი Adagio Biagio გამოვიდა ორი წლის შემდგომ. მან ნელნელა მოიპოვა წარმატება სიმღერების: Danza Sul Mio Petto-ს და Però ti amo -ს დამსახურებით, რომლებიც ხშირად ტრიალებდნენ რადიოეთერში. ბიაჯოს ჰყავს ორი ვაჟი მარიანნა მორანდისთან (Marianna Morandi)(ცნობილი იტალიელი მომღერლისა და მსახიობის, ჯანნი მორანდის შვილი).

კარიერა[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ბიაჯო ანტონაჩის პირველმა ორმა ალბომმა საკმაო ინტერესი დაიმსახურა, ის ადვილად ვერ დამკვიდრდა სცენაზე. არსებობდა იმის საშიშროება, რომ თუ მისი მესამე ალბომი არ გაამართლებდა, ხმის ჩამწერი კომპანია შეწყვეტდა მასთან თანამშრომლობას.1992 წელს მან გამოუშვა სინგლი თავის მესამე ალბომიდან Liberatemi, რომელიც ბიაჯომ მსმენელს გააცნო ტურნეთი იტალიის გარშემო, მონაწილეობა მიიღო ფესტივალებში და საბოლოოდ მოიპოვა დამსახურებული აღიარება. ალბომი Liberatemi, რომლის პროდუსერიც იყო მაურო მელავაზი(Mauro Melavasi), გაიყიდა 150.000-იანი ტირაჟით და მოუტანა აღიარება მსიფლიოში, როგორც იტალიური მუსიკის ერთერთ უმნიშვნელოვნეს წარმომადგენელს.

ბიაჯო ამასთანავე მოღვაწეობდა სხვა განხრით: მან შეკრიბა ფეხბურთის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო მომღერლებით, რომელთა მიზანიც იყო ქველომექმედება. ერთერთ ასეთ თამაშში, რომელიც შედგა იყო უსახლკარო ბავშვთა სახლებში დასაბრუნებლად, ბიაჯოსთან ითანამშრომლა ლორდმა პიერინო ჯელმინიმ(Pierino Gelmini).

1993 წელს ბიაჯო ანტონაჩიმ მონაწილეობა მიიღო სანრემოს მუსიკალურ ფესტივალში სიმღერით Non so più a chi credere.იმავე წელს მას ჰქონდა ტურნე მთელს იტალიაში და კიდევ ერთხელ მოიპოვა აღიარება.2005 წლის 1 სექტემბერს, ჰოლივუდში, ბიაჯო დააჯილდოვეს, როგორც საუკეთესოდ გაყიდვადი იტალიელი მამაკაცი მომღერალი, რადგანაც მისი ალბომი Convivendo გაიყიდა მილიონიანი ტირაჟით.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]