ბიაჯო ანტონაჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიაჯო ანტონაჩი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი, 1962 (1962-11-19) (61 წლის)
დაბ. ადგილი მილანი, იტალია
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 1988–დღემდე
საიტი ოფიციალური
ბიაჯო ანტონაჩი ვიკისაწყობში

ბიაჯო ანტონაჩი (იტალ. Biagio Antonacci, დ. 19 ნოემბერი, 1962) — იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი მილანიდან[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიაჯო ანტონაჩი დაიბადა მილანში და გაიზარდა მილანის გარეუბან როზანოში. ადრეულ ასაკში სწავლობდა დაკვრას დასარტყმელ საკრავებზე. 1988 წელს მან მიიღო მონაწილეობა სან-რემოს 38-ე ფესტივალში, სიმღერით „Voglio Vivere In Un Attimo“. 1989 წელს პირველად გააფორმა ხელშეკრულება ლეიბლთან და გამოუშვა სადებიუტო ალბომი Sono cose che capitano, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენილა სიმღერის „Fiore“ დამსახურებით. მეორე ალბომი Adagio Biagio გამოვიდა ორი წლის შემდეგ. დროთა განმავლობაში მუსიკოსმა მოიპოვა წარმატება სიმღერების, „Danza Sul Mio Petto“-ს და „Però ti amo“-ს დამსახურებით, რომლებიც რადიოეთერში ხშირად ჟღერდა.

ბიაჯოს ჰყავს ორი ვაჟი მარიანა მორანდისთან (ჯანი მორანდის შვილთან).

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ბიაჯო ანტონაჩის პირველმა ორმა ალბომმა საკმაო ინტერესი დაიმსახურა, სცენაზე ადგილი ადვილად არ დაუმკვიდრია. არსებობდა საშიშროება, რომ თუ მესამე ალბომი არ გაამართლებდა, ლეიბლი შეწყვეტდა მასთან თანამშრომლობას. 1992 წელს მან გამოუშვა სინგლი მესამე ალბომიდან Liberatemi, რომელიც მოგვიანებით მსმენელს გააცნო ტურნეთი იტალიის გარშემო. მომღერალმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალებში და საბოლოოდ მოიპოვა დამსახურებული აღიარება. ალბომი, რომლის პროდუსერიც იყო მაურო მალავაზი, გაიყიდა 150 000-იანი ტირაჟით და მოუტანა აღიარება მსიფლიოში, როგორც იტალიური მუსიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს.

ბიაჯო ამასთანავე მოღვაწეობდა სხვა განხრით: შეკრიბა ფეხბურთის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო მომღერლებით, რომელთა მიზანიც იყო ქველომექმედება. ერთ-ერთ ასეთ თამაშში, რომელიც გაიმართა უსახლკარო ბავშვთა დასახმარებლად და მათ სახლებში დასაბრუნებლად, ბიაჯოსთან ითანამშრომლა პიერინო ჯელმინიმ.

1993 წელს ბიაჯო ანტონაჩიმ მონაწილეობა მიიღო სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალში, სიმღერით „Non so più a chi credere“. იმავე წელს მას ჰქონდა ტურნე მთელ იტალიაში და კიდევ ერთხელ მოიპოვა აღიარება. 2005 წლის 1 სექტემბერს, ჰოლივუდში, ბიაჯო დააჯილდოვეს, როგორც ყველაზე გაყიდვადი იტალიელი მამაკაცი მომღერალი - ალბომის Convivendo მილიონიანი ტირაჟით გაყიდვისთვის.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ankeny, Jason. Biagio Antonacci. Allmusic. ციტირების თარიღი: 15 August 2011.