ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბზიფი (სოფელი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბზიფი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ბზიფი
აფხ. Бзыԥ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ბზიფი
კოორდინატები 43°13′51″ ჩ. გ. 40°22′43″ ა. გ. / 43.231083° ჩ. გ. 40.378778° ა. გ. / 43.231083; 40.378778
ოფიციალური ენა ქართული, აფხაზური
მოსახლეობა 1811[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

ბზიფი[2][3] (აფხ. Бзыԥ[4] [ბზჷფ], ყოფილი აბგაბორთა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5].) — სოფელი და თემის ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბზიფის შესართავთან, მის მარჯვენა ნაპირზე, გაგრა-სოხუმის გზატკეცილზე. ზღვის დონიდან 45 მ. გაგრიდან 14 კმ.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ. კვარჭიას ცნობით, XX ს. 30-იან წლებში აბგაბორთა ერქვა. 1930 წ. შედიოდა გაგრის რაიონის კოლდახვარის თემში. სახელწოდება აბგაბორთა აფხაზურია და „მგლის, მელიის სანახავ ადგილს“ ნიშნავს. 1948 წ. ბზიფი ეწოდა. 1949 წ. გაგრის რაიონში არსებობდა ბზიფის სასოფლო საბჭო.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე დაახ. 10 ათასი ადამიანი სახლობდა. დასახლება ამ მიდამოში ადრეულ შუასაუკუნეებში გაჩნდა.

ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია IX-X სს. ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის გალავნით შემოზღუდული ტაძარი და სასახლე. გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. გვიანდელ შუასაუკუნეებში ციხე-სიმაგრემ ფუნქცია დაკარგა და დასახლება თავადი ინალიფას მფლობელობაში აღმოჩნდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 811 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 1 811 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 422.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 25.
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 35.
  4. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949