ბეჭდების მბრძანებელი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეჭდების მბრძანებელი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბეჭდების მბრძანებელი

ფილმის ერთ-ერთი სარეკლამო პოსტერი
ჟანრი ეპიკური ფენტეზი
რეჟისორი პიტერ ჯექსონი
პროდიუსერი პიტერ ჯექსონი
ბარი მ. ოსბორნი
ფრენ უოლში
მარკ ორდესკი
ტიმ სენდერსი (პირველი ფიმი)
სცენარის ავტორი რომანი:
ჯ. რ. რ. ტოლკინი
სცენარი:
ფრენ უოლში
ფილიპა ბოიენსი
პიტერ ჯექსონი
სტივენ სინკლერი (მხოლოდ მეორე ფილმი)
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
მხატვარი ალან ლი, ჯონ ჰაუ
კინოსტუდია WingNut Films
New Line Cinema (დისტრიბუცია)
გამოსვლის თარიღი 2001 - 2003
ხანგრძლივობა კინოთეატრის ვერსია:
558 წთ
ვრცელი ვერსია:
683 წთ
ქვეყანა ახალი ზელანდია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 285 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 2,915,155,189 აშშ დოლარი

ბეჭდების მბრძანებელი — რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია, რომელიც გადაღებულია ჯ. რ. რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი გამოვიდა 2001-2003 წლებში და იქცა ერთ-ერთ მთავარ მოვლენად კინოსამყაროში.

ფილმის მოქმედებას ადგილი აქვს გამოგონილ ქვეყანაში, შუამიწეთში. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ჰობიტი, ფროდო ბეგინსი მიემგზავრება მორდორის ქვეყანაში საურონის ბეჭდით, რომელიც საურონს წაართვეს მრავალი წლის წინ. იგი ცდილობს ბეჭდის დაბრუნებას, რადგანაც სწორედ ამის შემდეგ შესძლებს მთელი სამყაროს დაპყრობას. მეგობრებთან და შუამიწეთის არსებებისა და ხალხის წარმომადგენლებთან ერთად ფროდო საბოლოოდ მიაღწევს მორდორამდე და ანადგურებს ბეჭედს, თუმცა მას ამაში ხელს უშლის ბოროტი არსება გოლუმი. საბოლოოდ ბოროტება განდევნილია შუამიწეთიდან.

ფილმი მიჰყვება ჯ. რ. რ. ტოლკინის წიგნის სიუჟეტს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი გადაღებული იქნა კინოთეატრებისათვის, წიგნის ბევრი ეპიზოდი შემოკლებულია ან ამოღებულია სცენარიდან. მიუხედავად ამისა, მასში ასევე დამატებულია ზოგიერთი სცენა, რომელიც არც არის ნახსენები წიგნში ან სცენები, რომლებიც წიგნში მცირე ადგილს იკავებენ (მაგალითად, ვარგების, ველური მგლების გამოჩენა მეორე წიგნში, ორი ციხესიმაგრე).

ფილმის სამი ნაწილი გამოვიდა ერთმანეთის შემდეგ - 2001, 2002 და 2003 წლის შობის დღესასწაულის პერიოდში. მისი ბიუჯეტი საერთო ჯამში შეადგენდა 280 მილიონ დოლარს, პროექტზე მუშაობამ 8 წელი გასტანა. პიტერ ჯექსონი ერთდროულად მუშაობდა სამივე ფილმზე. სამივე გადაღებული იქნა ახალ ზელანდიაში, რადგან შემქმნელების მტკიცებით, ლანდშაფტების მხრივ იქ არის ყველაფერი, რაც საჭიროა ტოლკინის სამყაროს იდეალურად ვიზუალიზაციისათვის.

ტრილოგიას წილად ხვდა დიდი კომერციული წარმატება. მან მიიღო 17 ოსკარი (ნომინირებული იყო 30-ზე). ყოველი ფილმი გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოვიდა როგორც ჩვეულებრივი, კინოვერსიის სახით, ასევე უფრო ვრცელი სცენებით, სპეციალურ DVD ფორმატში. პირველ და მეორე სერიას დაემატა გამოუყენებელი მასალის 30 წუთი, ხოლო მესამეს - 1 საათი. 2011 წლის ივნისში გამოვიდა ფილმის გამოცემა Blu-Ray დისკის ფორმატში.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება]

იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია შემდეგ სტატიებში: ბეჭდის საძმო, ორი ციხე-კოშკი და მეფის დაბრუნება.

წაშლილი სცენები[რედაქტირება]

ფილმის საბოლოო მონტაჟში არ მოხვდა ბევრი სცენა, რომელიც არც ვრცელ DVD გამოცემაშია შეტანილი. ასეთებია:

ბეჭდის საძმო[რედაქტირება]

  • უკასკნელი გაერთიანების ბრძოლა პროლოგის დროს - უფრო ვრცელი სცენა
  • სარეკლამო ტრეილერში ნაჩვენები იყო ორი ელფი გოგონა, მოთამაშე რივენდელში.
  • სხვადასხვა ცხოველი, რომელიც ჩნდებოდა სემისა და ფროდოს მოგზაურობის დასაწყისში - კურდღლები და ირმები ტყეში.
  • დიალოგი ელრონდის საბჭოზე, სადაც გენდალფი მოუთხრობს სხვებს, თუ როგორ შეიქმნა ბეჭედი.
  • ლოთლორიენზე მორიელი ორკების იერიში. ამ კადრების ნაწილი შეტანილია სარეკლამო მასალებსა და სათამაშო ბარათებზე.
  • ბორომირისა და ფროდოს ხანგრძლივი მონოლოგი.
  • ფროდოს მიერ დანახული შუამიწეთის უფრო დიდი ნაწილი, როდესაც ის ბეჭედს იკეთებს.
  • პართ გალენის ბრძოლის ვრცელი სცენები
  • ფროდოსა და სემზე ურუკ-ჰაის თავდასხმა, როდესაც ორი ჰობიტი ანდუინის მდინარეზე გადადის.

ორი ციხე-კოშკი[რედაქტირება]

  • არვენი უფრო მეტ კადრში. მათ შორის არის ნაჩვენები პირველი შეხვედრა არაგორნთან (რომელსაც წვერები არ აქვს).
  • ფარამირი ხედავს თითქოს ფროდო გოლუმს ემსგავსება.
  • არვენი მოდის ჰელმის ხევში, ბრძოლის წინ.
  • თეოდენი ჰელმის ხევის ბრძოლამდე მიმართავს ჯარს.
  • ეოვინი იცავს გამოქვაბულებს შეფარებულ ხალხს.
  • უცნობი სცენა ეომერის მონაწილეობით, გათამაშებული ტყეში.
  • ფროდო და სემი ერთმანეთს ებრძვიან ოსგილიათში.

მეფის დაბრუნება[რედაქტირება]

  • სარუმანის სიკვდილისას სარუმანის მონოლოგი, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გრიმა გესლ-ენამ მოწამლა თეოდენის ვაჟი თეოდრედი. ამით უფრო ლოგიკური ხდება ის ფაქტი, რომ გრიმა კლავს სარუმანს, ხოლო ლეგოლასი - გრიმას.
  • საუბარი ელრონდსა და არვენს შორის. არვენი გადაწყვიტავს, დაელოდოს არაგორნ. ელრონდი მიმართავს - "შენ გაეცი მადლი. მე ვეღარ დაგიცავ".
  • სემი კირით უნგოლში შესვლისას იყენებს ფიალს ეარენდილის ნათებით, რათა შეაშინოს მცველები.
  • არაგორნი ამოწმებს თავის ხმალს მორანონის კართან ბრძოლის წინ. ეს იყო უკანასკნელი სცენა, რომელიც გადაიღეს უშუალოდ ფილმში გამოსაყენებლად.
  • საურონი გამოდის და ებრძვის არაგორნს მორანონთან. ამის მაგივრად გამოყენებული იქნა დიდი ტროლი - ყველა ხვდებოდა, რომ საურონის გამოჩენა ლოგიკისგან შორს იყო. საურონი ასევე ჩნდებოდა ანატარის სახით,
  • ასევე შავი კარის სცენა. სარეკლამო ტრეილერში ნაჩვენები იქნა პიპინი, დაჭრილ მერისთან ერთად.
  • მცირე სცენები ეპილოგში - ლეგოლასი და გიმლი, ეოვინისა და ფარამირის ქორწილი და არაგორნის გარდაცვალება და დასაფლავება.

პიტერ ჯექსონის თქმით, ის გამოიყენებდა ამ ყველა სცენას მომავალი გამოცემისათვის, რომელშიც შეტანილი იქნებოდა ფილმის კიდევ ერთი სრული ვერსია, მაგრამ ყველა ფრაგმენტი ასეთ გამოცემაში, მისი თქმით, წარმოდგენილი იქნებოდა ფილმისგან ცალკე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]