ბეწვურები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეწვურები (Nematomorpha, Gordiaceae), უხერხემლო ცხოველთა კლასი პირველადღრუიანი ჭიების ტიპისა. ბეწვურებს თეთრი, ღია ყავისფერი, ზოგჯერ თითქმის შავი ძაფისებრი სხეული კურიკულით აქვთ დაფარული. ბეწვურების სიგრძე რამდენიმე სმ-იდან 1,5 მ აღწევს, სისქე 0,5 - 2 მმ. ცხოვრობენ მტკნარ წყალსატევებში ან ზღვებში. ყრიან გრძელ ზონრებად შეწებებულ მილიონობით უწვრილეს კვერცხს. ბეწვურების ლარვები ორ „მასპინძელში“ პარაზიტობენ. პირველი „მასპინძლის“ (უფრო ხშირად ფარვანების, ჭრიჭინების, ერთდღიურების ლარვების) სხეულში ლარვები ცისტით იფარებიან და ასე რჩებიან იქ, ვიდრე მათ არ გადაყლაპავს მეორე, საბოლოო „მასპინძელი“ (უფრო ხშირად დიდი ზომის ფეხსახსრიანი); მეორე „მასპინძლის“ სხეულში ლარვები სქესობრივად მწიფდებიან. განვითარების სრული ციკლი 18 თვეს გრძელდება. კლასი შეიცავს 12 გვარს.

ადამიანსა და ხერხემლიან ცხოველებში გვხვდებიან ცრუ პარაზიტების სახით და მათ არავითარ ზიანს არ აყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]