ბეშქენიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეშქენიანები — ქართული წარმოშობის საგვარეულო, ფლობდნენ საკუთარ საამიროს ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მისი ფუძემდებელი, რომელსაც, უნდა ვივარაუდოთ, ბეშქენი ერქვა, ალფ-არსლანმა დაატყვევა საქართველოში ლაშქრობის დროს. შემდეგ მას თავისუფლება და ქ. ვარავის (ბიშქინი (მიშქინი)) ვილაიეთი უბოძა. ტერიტორიულად გაფართოებული და პოლიტიკურად მომძლავრებული ბეშქენიანთა ფეოდალური საამიროს მფლობელები აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII საუკუნეების ირანისა და აზერბაიჯანის ისტორიაში. ჭრიდნენ საკუთარ მონეტას. საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენელი იყო მალიქ ალ-უმარა ნუსრათ ალ-დინ მაჰმუდ ბენ ბიშქენ ბენ მუჰამედ ბენ ბიშქენი. მასზე წყდება საგვარეულოს ისტორიის შესახებ არსებული ცნობები. შესაძლებელია ბეშქენიანებიც მონღოლთა შემოსევებმა იმსხვერპლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • თოფურია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 419, თბ., 1997 წელი.
  • პ. თოფურია, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI-XII საუკუნეებში, თბ., 1975